Pages

სამოდელო გაკვეთილები



2018 2019 სასწავლო წელს ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები

სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი
ნინო ცარციძე
კლასი
VI
საფეხური
დაწყებითი
საგანი / ინტეგრირებული საგნები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ისტ)
      სამოდელო
გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრაცია  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, რადგან ინფორმაციული და საკომუნიკაციოტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენასეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზეროდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.         ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებასრაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელადისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ხელოვნების გაკვეთილისთვის ვიზუალური მასალის მოძიება და   თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. ისტ-ის გამოყენებით შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებასასეთებიამაგალითადტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით;  სივრცული წარმოდგენათანამშრომლობის უნარ-ჩვევებისამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.
  გაკვეთილების დაგეგმვისას , ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე  მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს , აუცილებლია დაინახონ მოსწავლეებმა ინტეგრაციის აუცილებლობა . ამისათვის გაკვეთილის დაგეგმვისას ვცდილობ პარალელურად შევქმნა ისეთი დამატებითი სასწავლო რესურსები, რომელიც  დაეხმარება  სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის იყოს  სახალისო  და თან შედეგზე ორიენტირებული .ამავე დროს ასეთი ტიპის გაკვეთილი უნდა იყოს საინტერესო არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის,  არამედ უნდა ეხმარებოდეს დამწყებ  მასწავლებელს , უკეთ დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო ინტეგრაცია სწავლების პროცესში
გაკვეთილის თემა
მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში ( იტალია, საფრანგეთი,  ეგვიპტე და საქართველო)
წინარე ცოდნა - მოსწავლეები   სახელმძღვანელოს მე-3-ე თავში გაეცვნენ  სამ ცნობილი ქალაქს: რომს, პარიზს და  ქაიროს, გაკვეთილებზე შეისწავლეს არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ამ ქალაქების მუზეუმებში დაცული ხელოვნების ნიმუშები, გაეცვნენ მოღვაწე ხელოვანებს და მათ შემოქმედებას, ცალკეული გაკვეთილები ეხებოდა ამ ქვეყნის კულტურასაც რომლებშიც ეს ქალაქები მდებარეობს და  მეორე თავში კი  შეისწავლილი ჰქონდათ ქალაქი  მცხეთა და საქართველოს ღირსშესანიშნაობები. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე   ინტერნეტში  კომპიუტერებით მოიძიეს და შეინახეს  ფოტო მასალა ეგვიპტის, იტალიის, საფრანგეთის და საქართველოს ხელოვნების ნიმუშების და  ღირსშესანიშნაობების შესახებ.
დრო
ერთი გაკვეთილი (45 წუთი)
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 8 მოსწავლე,
სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
სწავლა-სწავლების პროცესი
      (ე. ს . გ)
მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა გაუღვივდეს   შესწავლილი ქვეყნების ხელოვნებისა  და კულტურის მიმართ; ხელოვნებას დაუკავშიროს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები , გაუჩნდეს მოტივაცია, საკუთარი წვლილი შეიტანოს მოიძიოს  ამ ქვეყნების ხელოვნების ნაწარმოებები, განუვითარდს ხელოვნების ნაწარმოების მოძიებისა და ანალიზის უნარი  
გაკვეთილის მიზანი
1.      მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
2.      ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
3.      წყვილური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები;
4.      მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
5.      მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
შედეგი (ე. ს გ) - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.VI.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•            ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
•                მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვეტილების მიღებაში;
•                ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე; 
•                განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
ს.გ.VI.6.   მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
·           ანაწილებს გუნდში ფუნქციებს/მოვალეობებს;
·           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს;
·           ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრისას.
ს.გ.VI.8. მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.
•        გამოთქვამს აზრს ავტორის ჩანაფიქრის შესახებ;
•           საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე;
•           საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც მიიღო სპექტაკლიდან, ფილმიდან, ფერწერული/გრაფიკული ნამუშევრებიდან, წიგნის ილუსტრაციებიდან.
ს.გ.VI.10.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
·         ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·         ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები, ჩინეთის კედელი, ცათამბჯენების და სხვ.);
·         მსჯელობს, როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის ვიზუალურ მხარეზე.
ს.გ.VI.11.   მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
·         ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
·         იკვლევს რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს;

ისტ :
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·           გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
·           ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
·           იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში .
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·           ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემაფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა  ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
·           იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
·           იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
ცოდნა
·         ეგვიპტის, იტალიის, საფრანგეთის, საქართველოს  ქალქებში (ქაირო, რომი, პარიზი, მცხეთა ) არსებული ხელოვნების ნაწარმოებები, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები 
·         ინტერნეტბრაუზერში ინფორმაციის მოძიება და შენახვა. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.  ახალი პრეზენტაციის შექმნა.
უნარ-ჩვევები
·         ხელოვნების ნაწარმოების კვლევის და ანალიზის უნარი
·         მასალის დამოუკიდებლად მოძიების უნარი
·         თანამშრომლობის უნარი
·         კომუნიკაციის უნარი
·         დისკუსიის და შეჯამების უნარი
·         ისტის გამოყენების უნარ-ჩვევა
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
ü  ახსნა-განმარტება;
ü  კითხვა-პასუხი ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით;
ü  პრეზენტაციაზე მუშაობა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით;
ü  შესრულებული დავალების პრეზენტაცია;
ü  შესრულებული დავალებების შეჯამება/სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“;
ü  შეფასება/თვითშფასება (განმსაზღვრელიგანმავითარებელი);
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი, წყვილები, ინდივიდუალური.
შეფასება
შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო, ინტერაქტიული სლაიდ - პრეზენტაცია,  პროექტორი, 5 ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი , შეფასების ,თვითშეფასების  და ურთიერთშფასების რუბრიკები (დანართი№1) . (დანართი№2) .
გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა-გამოწვევა (7წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
ახსნა-განმარტება-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემისმიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა

წთ
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, პროექტორი,
კომპიუტერი შეფასების  და თვითშეფასების რუბრიკები (დანართი№1) . (დანართი№2) .

2
ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი
არსებული ცოდნის გააქტიურება; მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
 წთ
მთელი კლასი
პროექტორი,
კომპიუტერი
მასწავლებლის უკუკავშირი
1.აქტივობის აღწერა-გაკვეთილის დასწაყისში მივესალმები კლასსგავაცნობ გაკვეთილის თემასმიზნებს , შეფასების და თვითშეფასების რუბრიკას.
2.აქტივობა აღწერა-არსებული  ცოდნის გააქტიურებისათვის  გამოვიყენებ powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  ინტერაქტიულ რესურს;  სლაიდებზე განთავსებულია ილუსტრაციები და სავარაუდო პასუხები,  ვუსვავ კითხვებს სლაიდებთან დაკავშირებით:
1. რომელი ტაძარია მოცემული ფოტოზე?
2. რომელ ტაძარშია დაკრძალული ქრისტეს კვართი?
3. სად მდებარეობს ბაგინეთი?
4. რა ყოფილა განლაგებული ბაგინეთის მთაზე?
5. სად მდებარეობს ფოტოზე მოცემული ტაძარი?
6. რა ქვია წერტილებით ხატვას?
7. რომელი ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებია მოცემული ფოტოზე?
8. რატომ ატანდნენ ფარაონებს ბევრ ნივთს და ძვირფასეულებას?
9. რა იცით გარდაცვლილთა კულთთნ დაკავშირებით ეგვიპტურ ტრადიციებზე?
10. სად აღმოაჩინეს ფოტოზე მოცემული პორტრეტები?
11. რას უკავშირდება მოცემული ქანდაკების შექმნა?
12. სად აწამეს წმინდა პეტრე?
13. რომელი ქალაქი დაიმარხა  ახალი წელთ აღრიცხვის პირველ საუკუნეში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად?
14. რას ნიშნავს ტერმინი „რენესანსი“?
15. ჩამოთვალე რენესანსის ეპოქის მხატვრები
16. ვინ არის ნახატის ავტორი ?
კითხვის შემდგომ მოსწავლეთა პასუხების შესაბამისად ვკლიკავ ღილაკს, რის საშუალებითაც მოსწავლეები იგებენ სწორად უპასუხეს თუ არა კითხვას, არსწორი პასუხების შემთხვევაში  სლაიდებზე ნაჩვენებია  არჩული პასუხის შესაბამისი ილუსტრაციები, შემდგომ ღილაკით ვაბრუნებ უკან და კიდევ ვაძლევ საშუალებას მონიშნონ სწორი პასუხი, რის შემდეგაც დავუსვავ მომდევნო კითხვას.

II ფაზა-სიღრმისეული წვდომა  (23 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
პრეზენტაციაზე მუშაობა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით.
ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
წყვილური მუშაობისა უნარი.            მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
23 წთ
წყვილები
კომპიუტერი.
დაკვირვება
1.აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს  ვთხოვ გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  ვანაწილებ წყვილებში დავალებებს:  პირველი წყვილი აკეთებს პრეზენტაციას ეგვიპტის ხელოვნების შესახებ, მეორე წყვილი იტალიის ხელოვნების შესახებ; მესამე წყვილი საფრანგეთის ხელოვნების შესახებ; მეოთხე წყვილი აკეთებს პრეზენტაციას საქართველოს ხელოვნების შესახებ.  ( წინა გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ეგვიპტის, იტალიის საფრანგეთის და საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ მოიძიეს ფოტომასალა ინტერნეტში, კომპიუტერებში შექმნეს საქაღალდეები ქვეყნის დასახელებით და შეინახეს მოძიებული მასალა). მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მოძიებული მასალა და შექმნან powerpoint-ის პროგრამაში პრეზენტაცია . შემდეგ გაუგზავნონ მასწავლებელს ელ-ფოსტით, მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში .
III ფაზა-რეფლექსია  (15 წთ)

აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. განივითაროს საპრეზენტაციო უნარები.
2x4=8წთ
პრეზენტატორები
პროექტორი,
კომპიუტერი
მასწავლებლის უკუკავშირი
2
შესრულებული დავალებების  შეჯამება-სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“
მოსწავლეებმა გააკეთონ დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის
4 წთ
წყვილები,
 ინდივიდუალური
პროექტორი,
კომპიუტერი
მასწავლებლის  და მოსწავლეების უკუკავშირი
3
შეფასება/თვითშფასება (განმსაზღვრელიგანმავითარებელი)

მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლეების მიერ თვითშეფასებისა და წყვილების შეფასების სქემების შევსება.
წთ
ინდივიდუალური/
ჯგუფური
შეფასების რუბრიკები (დანართი№1)
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფსება მოსწავლეების უკუკავშირი
1.აქტივობის აღწერა-წყვილები  მოკლედ და ლაკონურად ახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტირებას, აჩვენებენ პროექტორით სლაიდებს,  ყველა წყვილს ეძლევა 2  წთ
თითოეულ წყვილს ეძლევა საშუალება , წარმოადგინონ powerpoint-ის პროგრამაში დამზადებული  პრეზენტაცია თავიანთი მოსაზრებები, ქვეყნების ღირსშესანიშნაობების შესახებ
2. აქტივობის აღწერა-თითოეულ წყვილს ეძლევა საშუალება , კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი მოსაზრებები  და შეაჯამონ  რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ისტ ტექნოლოგიების  გამოყენებით შესწავლილი ქვეყნების ღრსშესანიშნაობების შესახებ..
სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“  მოსწავლეებს ელექტრონული ფოსტით ვუგზავნი ვორდის ფაილს და ვავლებ მათ რომ  დაწერონ თავიანთი სახელი და გვარი, შემდეგ კი ერთი მომცრო აბზაცის მეშვეობით, მწყობრად მართლწერის ნორმების დაცვით, ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი, გამოხმაურება იმის შესახებ თუ რა ასწავლა და გააგებინა მათ ამ კონკრეტულმა გაკვეთილმა, რა დაამახსოვრდებათ მას შემდეგ რაც საკლასო ოთახს დატოვებენ.  შევსებულ ფაილს მოსწავლეები აგზავნიან ელ-ფოსტით მასწავლებელთან.
3.აქტივობის აღწერა  მოსწავლეებს  ვაძლევ  განმავითარებელ უკუკავშირსშეფასების  რუბრიკების საფუძველზე( იხ.დანართი№1) აფასებ განმსაზღვრელი შეფასებითშემდეგ მოსწავლეებს  ვუგზავნი ელ-ფოსტით  თვითშეფასების  დაწყვილის წყვილის შეფასების  სქემებს( იხ.დანართი№2).  მოსწავლეები ავსებენ და მიგზავნიან .
შეფასება:  
(მოსწავლის შეფასების რუბრიკები, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების  სქემა თან ერთვის გეგმას)
 განმავითარებელი-სიტყვიერი კომენტარით; 
განმსაზღვრელი შეფასება შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
(დანართი№1)
შეფასების რუბრიკები
ჰოლისტური შეფასების სქემა  
(წყვილებში მუშაობა - ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების დახმარებით)     გაკვეთილი“ მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში  „   
დავალების მოთხოვნას პასუხობს სრულად. პრეზენტაციაში მოკლედ და ლაკონურად არის ასახული ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების ნიმუშები, სამუშაო პროცესში წყვილი ერთად იღებს გადაწყვეტილებას , თანამშრომლობა კარგია
8-10
დავალების მოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივპრეზენტაციაში არის ნაწილობრივ  ასახული ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების ნიმუშები, პროცესში შესამჩნევია თანამშრომლობა წყვილებს შორის
5-7
დავალების მოთხოვნას პასუხობს მცირედპრეზენტაციაში არის ნაწილობრივ  ასახული ქვეყნის  ღირსშესანიშნაობები, წყვილებს შორის არ არის თანამშრომლობა
3-4
პრეზენტაცია დავალებას არ პასუხობსან აზრის გაგება შეუძლებელიაან საერთოდ ვერ ქმნიან
1-2



მოსწავლის ინდივიდუალური შეფასება  ( 10 ქულიანი რუბრიკა)             VI კლასი  
 კრიტერიუმები
მაქსიმალური ქულა-10
1.    მოსწავლემ  აქვს ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
2
2.   მოსწავლეს ახსოვს ნასწავლი მასალა, წინარე ცოდნა გაკვეთილზე  შესამჩნევია
2
3.   გაკვეთილზე მოსწავლე აქტიურად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში. აქვს წყვილებში  მუშაობის   და საპრეზენტაციო უნარები.
2
4.   ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;
2
5.   მოსწავლეს შეუძლია საგნების ინტეგრაცია, იგრძნობა როგორ ახდენს  ხელოვნებისა და ისტის ინტეგრაციას , აქვს ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; მოსწავლემ შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
2




(დანართი№2) .

წყვილი  N .......   შეფასება        
     დავალება
ვერ შეასრულეს
გაუჭირდათ შესრულება
კარგად შეასრულეს
1.    კითხვებზე პასუხის გაცემა



2.    Power pointis  პრეზენტაციის შექმნა



3.    პრეზენტაციის წარდეგენა





რეკომენდაცია ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წყვილი შეაფასეს            1. ------------------   2. -------------- 3. ------------------   4. -------------- 

                                                                                               მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი:      
-------------------------      ----------------------
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
  მაქვს ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;



ახსოვს ნასწავლი მასალა;



გაკვეთილზე აქტიურად  ვარ ჩართული გაკვეთილის პროცესში. მაქვს  მეწყვილესთან მუშაობის და  საპრეზენტაციო უნარები.



ვფლობ საკომუნიკაციო უნარებს , შემიძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.



შემიძლია საგნების ინტეგრაცია, ვახდენს  ხელოვნებისა და ისტის ინტეგრაციას , მაქვს ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; შემიძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.




  

სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარების თარიღი:18.04.2018
მასწავლებელი: ნინო ცარციძე
კლასი: მეექვსე
ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
საგანი / ინტეგრირებული საგნებისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ისტ)
თემა: მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში  ( იტალია, საფრანგეთი,  ეგვიპტე და საქართველო)
დრო: 45 წთ.
1.               რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შესწავლილმა თემებმა, კერძოდ, სახელმძღვანელოს  სტრუქტურამ (ავტორები: ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე, თ.ჯაყელი), რადგან ის აგებულია მსოფლიოს 12 დიდი საინტერესო ქალაქის ირგვლივ და ეხება მათ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, ამ ქალაქების მუზეუმებს მათში დაცული ხელოვნების ნიმუშებს, ამ ქალქებში მოღვაწე ხელოვანებს და მათ შემოქმედებას. ყველა თავის ბოლოს, შემაჯამებელი გაკვეთილის  თემატურად მოსდევს „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ რომელიც ამ თავში შესწავლილ ქალაქებს და მის ღირსშესანიშნაობებს ეხება და მისი მიზანია  მოსწავლეს განუვითაროს: სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;        ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარიჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები. ისტ-ის გამოყენებით კი მოსწავლეებს შეუძლიათ დამოიკიდებლად ხელოვნების გაკვეთილიზე ვიზუალური მასალის მოძიება და   რესურსების შექმნა და გამოყენება. მეექვსე კლასის  მოსწავლეები აგრეთვე სწავლობენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, კლასი ამთავრებს დაწყებით საფეხურს  და  ისტ-ის შესწავლას, მოსწავლეები სწავლობენ ისტ-ის ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს და   სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენებას კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრაცია  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, რადგან ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის შდეგების მიღწევას   და შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად. გამომდინარე აქედან, ლოგიკურია ხელოვნებისა და ისტ-ის ინტეგრირება. გარდა ამისა, გაკვეთილების დაგეგმვისას , ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე  მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს. 
2.               რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა შეძლეს  არსებული ცოდნის გააქტიურება; გამოვუმუშავდათ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი
ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით  კითხვა პასუხის შედეგად; პრეზენტაციაზე მუშაობა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით-ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; წყვილური მუშაობისა უნარი. შეძლეს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი რესურსები,  განივითარეს საპრეზენტაციო უნარები და შეაჯამეს  გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. შეძლეს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც განუვითარდათ შემდეგი უნარები:
v  ციფრული წიგნიერებ
v  კომუნიკაცია
v  მხატვრული ნაწარმოების ანალიზი
v  არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების  უნარი
v  პასუხისმგებლობა
v  პრეზენტაცია
v  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იყო:
    გაკვეთილზე ჩემ მიერ - სწორად დაგეგმილი ესგ-ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს იმ გზას, როგორ შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები და ისევ ამ მაასალაზე დაყრდნობით ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფურად და გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა .  გაკვეთილი ატარებდა გამოყენებით პრაქტიკულ ხასიათს, როგორც დიდაქტიკური, ასევე საგნობრივი კომპეტენციის.
3.               იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
მიმაჩნია რომ, მივაღწიე გაკვეთილის მიზანს, ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:
1.           მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
2.           ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
3.           წყვილური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები;
4.           მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
5.           მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა: powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხისას  გავაქტიურე  არსებული ცოდნა, მოსწავლეებს გამოვუმუშავე სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი; პრეზენტაციაზე მუშაობისას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ  ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; წყვილური მუშაობისა უნარი, შეძლეს ისტ-ის ეფექტურად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. პრეზენტაციისას და გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. განივითარეს საპრეზენტაციო უნარები. მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს და გავედით ინტეგრირებული საგნების შედეგებზე:
შედეგი (ე. ს გ) - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.VI.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
• ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
• მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვეტილების მიღებაში;
• ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე
• განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
ს.გ.VI.6.   მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
·  ანაწილებს გუნდში ფუნქციებს/მოვალეობებს;
·  ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს;
·  ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრისას.
ს.გ.VI.8. მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.
• გამოთქვამს აზრს ავტორის ჩანაფიქრის შესახებ;
• საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე;
• საუბრობს ინფორმაციაზერომელიც მიიღო სპექტაკლიდანფილმიდანფერწერული/გრაფიკული ნამუშევრებიდანწიგნის ილუსტრაციებიდან.
ს.გ.VI.10.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
·              ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·              ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები, ჩინეთის კედელი, ცათამბჯენების და სხვ.);
·              მსჯელობს, როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის ვიზუალურ მხარეზე.
ს.გ.VI.11.   მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
·              ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
·              იკვლევს რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს;
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები :
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·  აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
·  ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
·  იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში .
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·  ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემაფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა  ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
·  ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
·  იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
·  იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
4.               რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
გაკვეთილის დასრულების შემდეგ  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემს მიერ დაგეგმილმა სამოდელო გაკვეთილი იყო საინტერესო არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისათვის , არამედ დამსწრე კოლეგებისთვისაც, ამას ადასტურებს გაკვეთილის ბოლოს ჩვენი საუბარი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება სკოლაში. ჩატარებულმა  გაკვეთილმა  დამანახა, რომ: მოსწავლეებმა   ისტ-ის გამოყენებით გაიფართოვეს თვალსაწიერი, გაიღრმავეს ხელოვნების გაკვეთილზე შესწავლილი ქვეყნების ღირსშესანიშნაობების შესახებ ცოდნა, გამოუმუშავდათ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი; გაეზარდათ ორივე საგნის მიმართ ინტერესი;   გამიჩნდა მოტივაცია ხშირად დავგეგმო და ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები. გაკვეთილი დაგვეხმარება მე და ჩემ კოლეგებს  მომავალში გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება   და გავიუმჯობესოთ პედაგოგიური პრაქტიკა. ჩემი  თვითშეფასება და საკუთარი პროფესიული ციკლის რეფლექსია, უწყვეტ და ინტესიურ მიდგომას საჭიროებს, რომლის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა.  სწორედ ამიტომაც ფიქრი ჩემ პროფესიულ განვითარებაზე  ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
5.               სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეებს განავითარებს/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ისტ-ის გამოყენებით შევქმენი უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალა   მისი საშუალებით გაკვეთილი გახდა  ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ იყო , არამედ მათ თავად შეძლეს გამოემუშავებინათ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი, შექმნეს რესურსები  და წარადგინეს პრეზენტაცია, რითაც განუვითარდათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.  ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.
6.               რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორცილდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, ვიცოდი, რომ დროის ლიმიტთან შესაძლებელი იყო შემქმნოდა მცირე პრობლემა, ეს გამოიკვეთა კიდეც საგაკვეთილო პროცესში, მიუხედავად იმისა რომ ყველა ჩვენი აქტივობა განვახორციელეთ , უმჯობესი იყო პრეზენტაციისთვის  შედარებით მეტი დრო  გამომეყო , მართალია მოსწავლეებმა შეძლეს სრულად ეჩვენებინათ წყვილური მუშაობის დროს შესრულებული დავალება, მაგრამ პრეზენტირებისას მათი საუბარი მცირე პერიოდს მოიცავდა. გამოჩნდა ის საკითხიც, რომელიც მე მაძლევს ვიფიქრო როგორ გავაუმჯობესო ჩვენი სასწავლო პროცესი, ეს არის მოსწავლეთა ჩართულობაზე  მეტი მუშაობა, მართალია  გაკვეთილი ინტერაქტიული იყო და ყველა მოსწავლე სხვა და სხვა აქტივობების დროს  ჩართული იყვნენ  გაკვეთილში, წყვილური მუშაობის დროს მომეჩვენა, რომ თანაბრად არ იყვნენ დატვირთული ამას ხელი შეუწყო იმანაც რომ წყვილები თითო კომპიუტერთან მუშაობდნენ , რის შედეგადაც გამოიკვეთენ ლიდერები.
7.               რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მიმაჩნია რომ, გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სიღრმისული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებად  ,იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები  და  მოტივირებულები, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან თვითონ ქმნიდნენ რესურსებს და აკეთებდნენ პრეზენტაციას თვაიანთი რესურსებისას.
მთლიანობაში გაკვთილისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ იგი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და გათვლილი იყო  ინტეგრირებული საგნების  ცოდნის ეფექტურად გამოყენებაზე , ასევე გამჭოლი კომპეტენციის (ციფრული კომპეტენცია) განვითარებაზე .  ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა,  საწყისის იღებდა გაკვეთილის მიზნიდან, ესგ-დან, რომელიც გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ ალტერნატიული მეთოდები , კერძოდ :
v  ვიზუალიზაცია
v  გონებრივი იერიში
v  ინდუქცია
v  დედუქცია
v  წყვილებში მუშაობა
v  პრეზენტაცია
v  კითხვა-პასუხი
v  თვითშეფასება
  ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ შესწავლილი  მასალა, ისინი  ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში,  რითაც გაეზარდათ მოტივაცია ორივე ინტეგრირებული საგნის მიმართ, იგრძნობოდა  უკუკავშირი.
8.               რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
სამომავლოდ აუცილებლად შევიტანდი ცვლილებას:
გავზრდი პრეზენტაციის დროს - (თითოეულ  წყვილს ორი წუთი ჰქონდა, შემდეგ მთელ კლასს ორი წუთი პრეზენტაციების შესაჯამებლად) ვფიქრობ საჭიროა პრეზენტაციის დროს მომატება რადგან მოსწავლეებმა უფრო ამომწურავად წარადგინონ პრეზენტაცია.
9.     რას გავითავლისწინებ მომავალში გაკვეთილის მომზადებისას?
გავითვალისწინებ გაკვეთილზე მიღებულ გამოცდილებას, შვეცდები  ზუსტად გავთვალო აქტივობების დრო, რათა უფრო ამომწურავად მოახდინონ მოსწავლეებმა პრეზენტაციის წარდგენა.  მეტ ყურადღებას გავამახვილებთ წყვილური მუშაობის დროს  ფუნქციების განაწილებაზე, რითაც ხელს შვუწყობ მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას.

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
ნინო ცარციძე

საგანი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

საფეხური/ კლასი
საბაზო/VII

გაკვეთილის ტიპი
Ø  გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული
მედიაწიგნიერება.  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;

თემა
ემოცია, შთაბეჭდილება , განწყობილება

დრო    
45 წთ

მოსწავლეთა პროფილი
კლასში 10 მოსწავლე.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის.

გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს
·         მოსწავლეს განვუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოებზე, მისი შესრულების მანერაზე დაკვირვების უნარი.
·         გავაცნოთ იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის ძირითადი მახასიათებლები და გავუღრმავოთ ნაწარმოების ანალიზის უნარი
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
იმპრესიონისტების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრებაიმპრესიონისტების შესახებ მოძიებული ვიდეოლექციის გაანალიზება და მის დაკავშირება საკითხავ ტექსტთანთემის შესწავლის შემდეგ კი იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნამუშვრების მოძიება და შედარებით ანალიზი.

შედეგები (ე.ს. გ)-
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან











ს.გ.VII.8.       მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
  • საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
  • აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით);
  • მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VII.11.     მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
·           ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·           არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
·           ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
 ასევემოსწავლეებს შეუძლიათ
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მასალის მოძიება , დახარისხება ,  და გამოყენება , მისი დახმარებით  მხატვრობის მიმდინერეობის  უკეთ გააზრება.

გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის მიზნები და შედეგი  

·         სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება; 
·         მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობიის  ანალიზი და შეფასება, ჯგუფური დისკუსიისას ახალი მიმდინარეობის-იმპრესიონიზმის მახასიათებლების შესახებ,  წინა პერიოდის ხელოვნებასა და იმპრესიონიზმს შორის სხვაობების დანახვა და   მომხდარი ცვლილებების შესახებ მსჯელობა;
·         ჯგუფური მუშაობისას  იმპრესიონისტული მხატვრობის გარკვეულ მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა, ინფორმაციის გაფილტვრა და ძირიად საკითხების პრეზენტირება;
·         ვიზუალური მასალის დახმარებით  იმპრესიონისტული მხატვრობის მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა .

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
 ცოდნა
·         თანამედროვე მხატვრობის ისტორია იმპრესიონიზმიდან იწყება
·         იმპრესიონისტი მხატვრები  თავიანთ ნახატებში გადმოსცემენ წამიერ შთაბეჭდილებას
·         იმპრესიონიზმს ფეხ და ფეხ მოჰყვა ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობა, რომელსაც ახასიათებს ფერწერის თავისებური მანერა – წვრილი ფერადი მონასმები, წერტილებით ხატვა.
უნარ-ჩვევებ
·         მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების უნარი
·         უკვე შესწავლილი მასალის  და შესასწავლი   მასალის შესახებ მსჯელობა, ხელოვნების ნიმუშებს  შორის შედარების გაკეთება , ცოდნის გადმოცემა  და გაანალიზება ილუსტრაციების და თვალსაჩინოებების დახმარებით
·         თანამშრომლობის, კომუნიკაციის, გაკვეთილზე  დისკუსიაში მონაწილეობის უნარი

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
ü  ახსნა-განმარტება-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ;
ü  ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი ;
ü  ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით ინტერაქტივის კითხვებზე პასუხების გაცემა;
ü  ინფორმაციის გაცნობა-ვიდეო ლექციის მოსმენა;
ü   ჯგუფური მუშაობა -ინფორმაციის გაცნობასხვა და სხვა გზით მიღებული ინფორმაციის შედარება-ანალიზიცხრილის შევსება ;
ü  შესრულებული დავალების პრეზენტაცია;
ü  შესრულებული დავალებების შეჯამება , სინთეზის მეთოდთ  შეჯამებამსჯელობა;
ü  გაკვეთილის შეჯამება-სტრატეგია „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ;
ü  შეფასება/თვითშეფასება (განმსაზღვრელიგანმავითარებელი)
ü  საშინაო დავალების მიცემა.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.

შეფასება და თვითშეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი, თვითშეფასება.
·         მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასებისათვის და თვითშფასებისათვის შექმნილი რუბრიკა
·         ჯგუფური მუშაობის შეფასებ შეფასების, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკის გამოყენებით
·         განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.

სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო,   პროექტორი,კომპიუტერიpower point-ში დამზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია, CD დისკზე განთავსებული  სახელმძღვანელოს დამხმარე მასალა. მარკერები ფორმატითაბახის ფურცლები,   დაფაცარცი. წებოვანი ფურცლები, საწერი კალმები.
ინტერნეტში განთავსებული ვიდეო-ლექცია:
ინტერნეტში განთავსებული სტატია „იმპრესიონისტები“: https://iakobblog.wordpress.com/tag/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
ინტერნეტში განთავსებული სტატია:იმპრესიონიზმი – გარემოდან მიღებული შთაბეჭდილება და ხასიათის გადმოცემაბეჭდური ვერსია,
სამუშაო ფურცლებზე განთავსებული ცხრილი(იხ.დანართი №3).. შეფასების, თითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკები (იხ.დანართი №5/№6).



გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს     მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა

ფაზა-გამოწვევა (8 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
ახსნა-განმარტება
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემისმიზნების ,შეფასების, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკების გაცნობა

წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი, power point-ში დამზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია,  შეფასების, თითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკები (იხ.დანართი №5/№6).

2
ინტერაქტიულირესურსისგამოყენებითკითხვა-პასუხი
არსებული ცოდნის გააქტიურება
3 წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი, power point-ში დამზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია, CD დისკზე განთავსებული  სახელმძღვანელოს დამხმარე მასალა.
მასწავლებლის  უკუკავშირი
3
ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით ინტერაქტივის კითხვებზე პასუხების გაცემა
მოსწავლეს განვუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოებზე მისი შესრულების მანერაზე დაკვირვების უნარი; ვიზუალური მასალის დახმარებით  იმპრესიონისტული მხატვრობის მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა
წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი, power point-ში დამზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია
მასწავლებლის  უკუკავშირი
1.აქტივობის აღწერა-გაკვეთილის დასწაყისში მივესალმები კლასსგავაცნობ გაკვეთილის თემასმიზნებს , შეფასების , თვითშეფასების  და ურთიერთშფასების რუბრიკას.
2. აქტივობის აღწერა-არსებული  ცოდნის გააქტიურებისათვის  გამოვიყენებ powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  ინტერაქტიულ რესურს;  სლაიდებზე განთავსებულია ილუსტრაციები და სავარაუდო პასუხები,  ვუსვავ კითხვებს სლაიდებთან დაკავშირებით:
1. საიდან იწყება თანამედროვე მხატვრობის ისტორია?
2. რით შეცვალეს ხატვის ტრადიციული წესები და მანერა იმპრესიონისტებმა და რას მისცეს დასაბამი?
3. (მოსწავლეებს ვაჩვენებ ორი სხვა და სხვა ეპოქის ნახატს და  ვეკითხებირომელი ნამუშევარი ეკუთვნის იმპრესიონიზმის მიმდინარეობას?
4. როგორი მონასმებითაა ნახატი შესრულებული?
5. რომელი მიმდინარეობის მხატვრები ხატავდნენ წერტილებით?
6. რა ჰქვია წერტილებით ხატვას?
7. დაასახელეთ მხატვრები რომლებიც წერტილებით ხატავდნენ?
8. როდესაც ინფორმაციის მოძიება გვჭირდება იმპრესიონისტული მხატვრობის შესახებ , რას ვაკეთებთ?
9. თქვენი აზრით რამდენად სანდოა ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია?
10. ინტერნეტში მოძიებული მასალის სანდოობის შემოწმების მიზნით რა შეიძლება გავაკეთოთ?
კითხვის შემდგომ მოსწავლეთა პასუხების შესაბამისად ვკლიკავ ღილაკს, რის საშუალებითაც მოსწავლეები იგებენ სწორად უპასუხეს თუ არა კითხვას.
3. აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს ვაჩვენებ ილუსტრაციებს, (ცნობილი იპრესიონისტი მხატვრების რეპროდუქციებსვუსვავ ინტერაქტივის კითხვებს ამ მხატვრობის  ძირითად მახასიათევბლების შესახებ :
1.დააკვირდი კლოდ მონესთივის ზვინი თოვლზეწარმოდგენილ ნამუშევარსრა არის გამოსახული მასზე?
2. რომელ მხატვრულ ხერხებს იყენებს მხატვარი დილის განათების და ზამთრის ეფექტის გადმოსაცემად?
3. რა განასხვავებს ამ ნამუშევარსკლასიკური მხატვრობის შენთვის ცნობილი ნამუშვრებისაგან?
4.აღწერეთ გარემო ოგიუსტ რენუარის ნამუშევარზე „საქანელა „ და დაასახელეთ წელიწადის რომელი დრო და დღის რა მონაკვეთია გამოსახული აქ?
5. როგორ ფიქრობთ რომელი მხატვრული ხერხებია გამოყენებული ამ სურათზე შთაბეჭდილების გადმოსაცემად?
6.აღწერეთკლოდ მონეს ნამუშევარი „ყაყაჩოებიანი მინდორი“  როგორ არის გამოსახული ყაყაჩოების მინდორი აქ წარმოდგენილ ნამუშევრზე?
როგორ მონასმებს იყენებს ვან გოგი  თავის ნამუშევარში „ვარსკვლავებიანი ღამეცის და ღრუბლების გამოსახატავად?
 ვმსჯელებთ მოსწავლეებთან ერთად თითოეული ილუსტრაციის შესახებ.
II ფაზა-სიღრმისეული წვდომა (28წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
ინფორმაციის გაცნობა-ვიდეო ლექციის მოსმენა
გავაცნოთ იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმისძირითადი მახასიათებლები და გავუღრმავოთ ნაწარმოების ანალიზის უნარი.
8 წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი-ინტერნეტში განთავსებული ვიდეო:

2
ჯგუფური მუშაობა      -ინფორმაციის გაცნობასხვა დასხვა გზითმიღებული ინფორმაციის შედარება-ანალიზი.
გავაცნოთ იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმისძირითადი მახასიათებლები და გავუღრმავოთ ნაწარმოების ანალიზის უნარი
სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება;  ჯგუფური მუშაობისას  იმპრესიონისტული მხატვრობის გარკვეულ მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა.
12 წთ
ჯგუფები
სახელმძღვანელო, მარკერები ფორმატითაბახის ფურცლები,   დანართი №3. სამუშაო ფურცელი
დაკვირვება
3
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
იმპრესიონისტული მხატვრობის გარკვეულ მახასიათებელი ნიშნების გამოყოფაინფორმაციის გაფილტვრა დაძირითად საკითხების პრეზენტირება.
4x2=8წთ
ჯგუფების პრეზენტატორები.
მოსწავლეების მიერ  შევსილი სამუშაო ფურცელზე განთავსებული ცხრილი დანართი №3
დაკვირვების საფუძველზე განმავითარებელი შეფასება
1. აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს ვასმენინებ ნაწყვეტებს ინტერნეტში განთავსებული ვიდეო ლექციიდან იმპრესიონისტების შესახებ:
( მოსწავლეები ინიშნავენ, მათი აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას)
2. აქტივობის აღწერა- კლასს ვყოფ ჯგუფად( ორი ჯგუფი), სამუშაო ფურცლები მოთავსებულია სპეციალური ყუთებშირომელსაც  შემთხვევითობის პრინციპით გადავცემ ჯგუფებს.  ჯგუფები  ეცნობიან სტატიის  და გაკვეთილის ტექსტს და მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე, ავსებენ  ცხრილს. (დანართი №3.) 
სამუშაო დავალების „კალათა  (ინსტრუქტაჟიიხ.დანართი №1), როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფებმა დეტალურად წერია ფურცელზე  ასევე  წარმოდგენილია გეგმაში )
ნაბიჯი 1ჯგუფებში დავალების გაცნობა კალათაში მოთავსებულია სამი ტიპის დავალება:
1. მოსმენილი ვიდეო ლექციის ანალიზი;
 2. სტატიის    ტექსტირომელსაც ახლავს 3 შეკითხვა ( იხ.დანართი №2) , ტექსტის გაანალიზებისათვის;
 3..  ტექსტი კონკრეტული გაკვეთილიდანმოსწავლეები გაეცნობიან და გააანალიზებენ გაკვეთილის ტექსტს.
ნაბიჯი 2:  ჯგუფის წევრები სამუშაო ფურცელზე შეავსებენ ცხრილს (იხ. დანართი №3)
3.აღწერა-ჯგუფის წევრები მოკლედ და ლაკონურად ახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტირებას ყველა ჯგუფს ეძლევა 4  წთ
თითოეულ ჯგუფს ეძლევა საშუალება , წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, სამუშაო ფურცელზე შევსებული ცხრილი: რა ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა საშუალებით იმპრესიონისტული მხატვრობის შესახებ.
III ფაზა-რეფლექსია (9 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
შეჯამებაშესრულებული დავალებების შეჯამება , სინთეზის მეთოდთ  სჯელობა

მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობიის ანალიზი და შეფასებაჯგუფური დისკუსიისას ახალიმიმდინარეობის-იმპრესიონიზმის მახასიათებლების შესახებ,  წინა პერიოდის ხელოვნებასა და იმპრესიონიზმს შორის სხვაობების დანახვა და   მომხდარი ცვლილებების შესახებ მსჯელობა;

3 წთ
ჯგუფები
დაფაცარცი.
მასწავლებლის  და მოსწავლეების უკუკავშირი
2
გაკვეთილის შეჯამება
სტრატეგია „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“
მოსწავლეებმა შეაჯამონ შესწავლილი მასალა, გააკეთონ დასკვნები შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით.

2 წთ
ინდივიდუალური
წებოვანი ფურცლები, საწერი კალმები.
მოსწავლეების უკუკავშირი
3
შეფასება/თვითშფასება რუბრიკების გამოყენებით (განმსაზღვრელიგანმავითარებელი)
მოსწავლეთა შეფასება დამოსწავლეების მიერ თვითშეფასებისა და ჯგუფის შეფასების სქემების შევსება.
წთ
ინდივიდუალური/ჯგუფური
შეფასების,თითშეფასების და ურთიერთშეფასებისრუბრიკა(იხ.დანართი №5, №6).
განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასება
მოსწავლეების უკუკავშირი
4
საშინაო დავალების მიცემა
ცოდნის განმტკიცება
1 წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი-ვენის დიაგრამა (დანართი№4)

1. აქტივობის აღწერა-თითოეულ ჯგუფს ეძლევა საშუალება , კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი მოსაზრებები  და შეაჯამონ  რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მედიის სხვა და სხვა საშუალებების გამოყენებით.
 ფრონტალური პასუხების მეთოდით იდეების გენერირებით მოსწავლეები ადასტურებენ   იმპრესიონისტული ხელოვნების მთავარ მახასიათბლებს(წერენ დაფაზე)მსჯელობენ იმ სიძნელეებზერომელებსაც ისინი წააწყდნენ  მოკლედ და ლაკონურად ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას , რომელსაც მიყავს მოსწავლეები ლოგიკურ დასკვნამდეროგორ შეიცვალა  დღეს დამოკიდებულება ხელოვნების თანამედროვე მიმდინარეობების მიმართ.
2. აქტივობის აღწერა- მოსწავლეებს ურიგებ მცირე ზომის წებოვან ფურცლებს და ავალებ მათ რომ,  დაწერონ თავიანთი სახელი და გვარიშემდეგ კი ერთი მომცრო აბზაცის მეშვეობითმწყობრად მართლწერის ნორმების დაცვითჩამოაყალიბონ თავიანთი აზრიგამოხმაურება იმის შესახებ თუ რა ასწავლა და გააგებინა მათ ამ კონკრეტულმა გაკვეთილმარა დაამახსოვრდებათ მას შემდეგ რაც საკლასო ოთახს დატოვებენ.
3. აქტივობის აღწერამოსწავლეებს  ვაძლევ  განმავითარებელ უკუკავშირსშეფასების  რუბრიკების საფუძველზე( იხ.დანართი№5) აფასებ განმსაზღვრელი შეფასებითშემდეგ მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების  და ჯგუფის შეფასების  სქემებს( იხ.დანართი№6).
4. აქტივობის აღწერამოსწავლეებს  ვაძლევ  საშინაო დავალებას: მოიძიეთ კლოდს მონესა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებიაირჩიეთ თითო ნამუშვარი კონკრეტული მხატვრების შემოქმედებიდან და „ვენის დიაგრამის“ (დანართი №4) გამოყენებით  დაწერეთ შედარებითი ანალიზი.

დანართი №1
ინსტრუქცია
·         გადაინაწილეთ ფუნქციები ჯგუფში
·         წინა აქტივობის დროს  მოსმენილი ვიდეო ლექციის შესახებ , ჩანიშნული ძირითადი საკითხებიდან გამომდინარე შეავსეთ სამუშაო ფურცელზე მოცემული ცხრილის შესაბამისი გრაფები;
·         გაეცანით სტატიის ტექსტს და შეავსეთ შესაბამის გრაფა სამუშაო ფურცელზე მოცემულ ცხრილში, უპასუხეთ კითხვებს, როელიც დაგეხმარებათ წარმოდგენილი სტატიის გაანალიზებაში;
·         გაეცანით გაკვეთილის ტექსტს და შეავსეთ შესაბამის გრაფა სამუშაო ფურცელზე მოცემულ ცხრილში;
·         შეადარეთ ერთმანეთს სხვა და სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, გაფილტრეთ და გამოყავით, თქვენი აზრით,  ძირითადი საკითხები, წარადგინეთ კლასის წინაშე პრეზენტაცია.


დანართი №2
1.       ქონდა თუ არა იმპრესიონისტი მხატვრების გამოფენებს წარმატება?
2.       საიდან მიიღო მიმდინარეობამ ეს სახელწოდება?
3.       რატომ გააღიზიანა კლოდ მონეს სურათმა „შთაბეჭდილება მზის ამოსვლა“ პარიზის არისტოკრატია და კრიტიკა?
კითხვები მეორე  ჯგუფის სტატიისთვის: “იმპრესიონიზმი – გარემოდან მიღებული შთაბეჭდილება და ხასიათის გადმოცემა“
1.         სად აღმოცენდა იმპრესიონიზმი?
2.         რა თემაზე ხატავდნენ იმპრესიონისტები?
3.         იმპრესიონისტ მხატვრებზე რამ მოახდინა გავლენა?



დანართი №3. სამუშაო ფურცელი
ვიდეო- ლექცია
სტატია
გაკვეთილის ტექსტი სახელმძღვანელოში
რა გავიგეთ იმპრესიონისტული მხატვრობის მიმდინარეობის შესახებ?



რა მიზანს ისახავს?



ვისთვისაა ეს ინფორმაცია გამკუთვნილი?






როგორ მოგვეწოდება იმფორმაცია?





დანართი №4 ვენის დიაგრამა







 შეფასება:  
(მოსწავლის შეფასების რუბრიკები , თვითშეფასების და ურთიერთშფასების სქემა თან ერთვის გეგმას)
 განმავითარებელი-სიტყვიერი კომენტარით;
 განმსაზღვრელი შეფასება შეფასების რუბრიკების გამოყენებით

( დანართი№5)                           შეფასების რუბრიკები


                                       
კრიტერიუმები
მაქსიმალური ქულა-10
1
  აქვს ხელოვნების ნაწარმოებზემისი შესრულების მანერაზე დაკვირვების უნარი.
2
2
 ეცნობა  იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის ძირითადი მახასიათებლებს, იძიებს იმპრესიონისტების შესახებ ახალ ინფორმაციას და მას აკავშირებს საკითხავ ტექსტთან.
2
3
შეუძლია  იმპრესიონისტების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტიდან და ვიდეო მასალიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრება.
2
4
აქვს ხელოვნების  ნაწარმოების ანალიზის უნარი.
2
5
ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება .
აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესშიჯგუფური მუშაობის და საპრეზენტაციო  უნარებს ფლობს.
2






ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
საშუალო  8-7
საშუალო 6-5
დაბალი 4-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
                             
( დანართი№6)  
ჯგუფი N .......   შეფასება        
     დავალება
ვერ შეასრულეს
გაუჭირდათ შესრულება
კარგად შეასრულეს
1.    ვიდეოს გაანალიზება



2.    სტატიის გაანალიზება



3.    გაკვეთილის ტექსტის გააზრება



4.    პრეზენტაციის წარდგენა




რეკომენდაცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჯგუფი შეაფასეს            1. ------------------   2. --------------



 მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი:      
-------------------------      ----------------------
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
  მაქვს ხელოვნებისნაწარმოებზემისი შესრულებისმანერაზე დაკვირვების უნარი.



 ეცნობი იმპრესიონიზმისა დაპოსტიმპრესიონიზმისძირითადი მახასიათებლებს. ვიძიებ იმპრესიონისტებისშესახებ ახალ ინფორმაციას დამას ვაკავშირებ საკითხავტექსტთან.



ვფლობ საკომუნიკაციო უნარებსმუშაობის პროცესში შემიძლიაკრიტიკული  და შემოქმედებითი   აზროვნება . აქტიურად ვარ ჩართული სამუშაო პროცესში ვფლობ ჯგუფური მუშაობის და საპრეზენტაციო  უნარებს.



მაქვს ხელოვნების  ნაწარმოებისანალიზის უნარი.



შემიძლია  იმპრესიონისტებისშესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტიდანდა ვიდეო მასალიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციისგაგება-გააზრება.




ჩატარების თარიღი: 16.04.2018
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი:  ნინო ცარციძე
სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარების თარიღი:16/04/2018
მასწავლებელი: ნინო ცარციძე
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი: მეშვიდე
თემა: ემოცია, შთაბეჭდილება , განწყობილება
დრო: 45 წთ.
1.            რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
პერიოდული დაკვირვებების საფუძველზე, როგორც საგნის პედაგოგმა აღმოვაჩინე, რომ კონკრეტულ კლასში იკვეთებოდა განსაკუთრებული მიზნობრივი საჭიროება ერთობლივად გვემუშავა იმ სიძნელეების გადალახვაში, რომელმაც თავი იჩინა სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებს შეექნათ დაბრკოლება ამდენი ინფორმაციის ლაბირინთში დაემახსოვრებინათ ის მასალა, რომელსაც მათ სახელმძღვანელო სთავაზობდა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ, დავიწყე  აქტიურად იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც მათ გაკვეთილებს მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდიდა.  მეშვიდე კლასის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტის გაანალიზების შემდგომ გადავწყვიტე დამეგეგმა გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი, რადგან სწავლების ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ ინფორმაციის  აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას, კრიტიკული  და  შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას,  მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა გაანალიზება  და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
2.                  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა? მოსწავლეებმა?  
     ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა შეძლეს  გაეანალიზებინათ ახალი მასალა,  გაფილტრეს სხვა და სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, გამოკვეთეს ხელოვნების მინდინარეობის მთავრი მახასიათბელი ნიშნები, სხვა და სხვა აქტივობების დროს კიდევ უფრო განუვითარდათ შემდეგი კომპეტენციები:
·                    წიგნიერება
·                    მედიაწიგნიერება
·                    თანამშრომლობა
·                    კომუნიკაცია
·                    მხატვრული ნაწარმოების ანალიზი
·                     არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების უნარი
·                    პასუხისმგებლობა
·                    თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
·                    პრეზენტაცია-დისკუსია
ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იყო:
    გაკვეთილზე ჩემ მიერ - სწორად დაგეგმილი ესგ-ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს იმ გზას, როგორ შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები და ისევ ამ მაასალაზე დაყრდნობით ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფურად და გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა .  გაკვეთილი ატარებდა გამოყენებით პრაქტიკულ ხასიათს, როგორც დიდაქტიკური, ასევე საგნობრივი კომპეტენციის.
3.            იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
მიმაჩნია რომ, მივაღწიე გაკვეთილის მიზანს, ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:
·                    მოსწავლეს განვუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოებზე, მისი შესრულების მანერაზე დაკვირვების უნარი.
·                    გავაცნოთ იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის ძირითადი მახასიათებლები და გავუღრმავოთ ნაწარმოების ანალიზის უნარი
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
იმპრესიონისტების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრებაიმპრესიონისტების შესახებ მოძიებული ვიდეოლექციის გაანალიზება და მის დაკავშირება საკითხავ ტექსტთანთემის შესწავლის შემდეგ კი იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნამუშვრების მოძიება და შედარებით ანალიზი.
გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის  მიზნები და შედეგი იყო:
·           სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება; 
  • მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობიის  ანალიზი და შეფასება, ჯგუფური დისკუსიისას ახალი მიმდინარეობის-იმპრესიონიზმის მახასიათებლების შესახებ,  წინა პერიოდის ხელოვნებასა და იმპრესიონიზმს შორის სხვაობების დანახვა და   მომხდარი ცვლილებების შესახებ მსჯელობა;
  • ჯგუფური მუშაობისას  იმპრესიონისტული მხატვრობის გარკვეულ მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა, ინფორმაციის გაფილტვრა და ძირიად საკითხების პრეზენტირება;
·         ვიზუალური მასალის დახმარებით  იმპრესიონისტული მხატვრობის მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა .
·         თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მასალის მოძიება , დახარისხება ,  და გამოყენება , მისი დახმარებით  მხატვრობის მიმდინერეობის  უკეთ გააზრება.
გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა: powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხისას  გავაქტიურე  არსებული ცოდნა, ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით ინტერაქტივის კითხვებზე პასუხების გაცემის დროს მოსწავლეებს განვუვითარე ხელოვნების ნაწარმოებზე მისი შესრულების მანერაზე დაკვირვების უნარი; ვიზუალური მასალის დახმარებით  ხელი შევუწყვე იმპრესიონისტული მხატვრობის მახასიათებელი ნიშნების გამოყოფას; ვიდეო ლექციის მოსმენით გავაცანი იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის ძირითადი მახასიათებლები და გავუღრმავე ნაწარმოების ანალიზის უნარი. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებმა „გაფილტრეს“ სხვა და სხვა გზით მიღებული ინფორმაცია და განუვითარდათ შედარება-ანალიზის და თანამშრომლობის  უნარი. მოსწავლეებმა სააზროვნო უნარების (აღწერა, ანალიზი, მსჯელობა) პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ, თვალნათლივ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარება/ანალიზი , ცოდნა და შეფასება . რესურსების მრავალფეროვნება საგაკვეთილო პროცესს ხდიდა საინტერესოს და აქტიურს , აღსანიშნავია ისიც რომ , აძლევდა მოსწავლეს საშუალებას უფრო ეფექტურად შეეფასებინათ ეს მიმდინარეობა, დაენახათ განსხვავება იმპრესიონიზმსა და  მხატვრობის ტრადიციულ მეთოდებს შორის.  ვფიქრობ , მივაღწიე გაკვეთილის და გამჭოლი კომპეტენციების მიზნებს, რადგან მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობისას  და პრეზენტაციის წარდგენის დროს იმსჯელეს მედიარესურსების სანდოობაზე.  შეძლეს ინფორმაციის სხვა და სხვა წყაროსთვის დამოუკიდებლად გაეკეთებინათ შედარებითი ანალიზი და ბოლოს რეფლექსიის ფაზაზე სინთეზის მეთოდით, იდეების გენერირებითა და სტრატეგია „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“  გამოყენებით შეეჯამებინათ  მიღებული ინფორმაცია. ზოგადად , გაკვეთილის ბოლოს ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნებისას გამოიკვეთა ყველაზე მთავარი, ის რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ შემოქმედებითი თავისუფლება  , სიძნელეებზე მსჯელობითრომელებსაც ამ მიმდინარეობის მხატვრები წააწყდნენმოსწავლეები მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდეროგორ შეიცვალა  დღეს დამოკიდებულება ხელოვნების თანამედროვე მიმდინარეობების მიმართ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს და გავედით  ესგ-ს შედეგებზე:
ს.გ.VII.8.             მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
  • საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
  • აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით);
  • მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VII.11.          მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
  • ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
  • არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
  • ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;

4.            რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
ჩატარებულმა  გაკვეთილმა  დამანახა, რომ: მოსწავლეებმა  უკეთ  გაიაზრეს  მხატვრობის მინდინარეობა, იმპრესიონიზმი; გაეზარდათ საგნის მიმართ ინტერესი; ხელი შევუწყვე ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციების ( მედიაწიგნიერება, წიგნიერების) განვითარებას, რაც  აისახება სასწავლო პროცესზე.  გამიჩნდა მოტივაცია ხშირად დავგეგმო და ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები. გაკვეთილი დაგვეხმარება მე და ჩემ კოლეგებს  მომავალში გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება   და გავიუმჯობესოთ პედაგოგიური პრაქტიკა. ჩემი  თვითშეფასება და საკუთარი პროფესიული ციკლის რეფლექსია, უწყვეტ და ინტესიურ მიდგომას საჭიროებს, რომლის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა.  სწორედ ამიტომაც ფიქრი ჩემ პროფესიულ განვითარებაზე  ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
5.            სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეებს განავითარებს/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ამ გაკვეთილმა: რამდენიმე მოსწავლეს დააძლევინა დაბალი თვითშეფასება და გახადა მეტად თავდაჯერებული. მიღებული უნარ-ჩვევებით მოსწავლეები შეძლებენ გადაწვეტილების მიღებას და ჯგუფთან გაზიარებას. ასევე ხელი შეუწყო მათი მედიასივრცეში ორიენტაციის , ინფორმაციის დამუშავების უნარის განვითარებას , რადგან რამდენიმე მათგანს საშინაო დავალებების  შესრულებისას   უჭირდათ ინფორმაციის  სწორად შერჩევა - გაანალიზება. გამჭოლ კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას სკოლაში დღემდე გარკვეული სირთულეები ახლავს, რადგან საჭიროებს სათანადო დამხმარე რესურსებს, კონკრეტულად ამ გაკვეთილისთვის შექმნილი და მოძიებული რესურსებით მოსწავლეებმა მოახდინეს სხვა და სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება- გაფილტვრა რითაც ხელი შეეწყო ესგ-ს გამჭოლი კომპეტენციებისათვის  (მედიაწიგნიერება, წიგნიერება)  საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას .
6.            რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორცილდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, ვიცოდი, რომ დროის ლიმიტთან შესაძლებელი იყო შემქმნოდა მცირე პრობლემა, ეს გამოიკვეთა კიდეც საგაკვეთილო პროცესში, მიუხედავად იმისა რო ყველა ჩვენი აქტივობა განვახორციელეთ , გამოჩნდა რომ ჯგუფური მუშაობისათვის შედარებით მეტი დრო უნდა გამომეყო , ამან გამოიწვია პრეზენტირების დროის შემცირება , მართალია მოსწავლეებმა შეძლეს სრულად ეჩვენებინათ ჯგუფური მუშაობის დროს შესრულებული დავალება, მაგრამ პრეზენტირებისას მათი საუბარი მცირე პერიოდს მოიცავდა. გამოჩნდა ის საკითხიც, რომელიც მე მაძლევს ვიფიქრო როგორ გავაუმჯობესო ჩვენი სასწავლო პროცესი, ეს არის ვიზუალურ მასალის გაანალიზებაზე  მეტი მუშაობა, რათა წარმოდგენილი ვიზუალური მასალის საფუძველზე შეძლონ  ხელოვნების ნიმუშების უკეთ აღწერა.
7.            რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მიმაჩნია რომ, გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სიღრმისული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად  ,ვინაიდან მოსწავლეები უფრო მეტად დამოუკიდებლები და თვითდაჯერებულები ,  მოტივირებულები იყვნენ, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით.
მთლიანობაში გაკვთილისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ იგი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და გათვლილი იყო  როგორ საგნის  ცოდნის ეფექტურად გამოყენებაზე , ასევე გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე . ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა,  საწყისის იღებდა გაკვეთილის მიზნიდან, ესგ-დან, რომელიც გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ ალტერნატიული მეთოდები , კერძოდ :
·                    ვიზუალიზაცია
·                    გონებრივი იერიში
·                    ინდუქცია
·                    დედუქცია
·                    ჯგუფური მუშაობა
·                    პრეზენტაცია
·                    კითხვა-პასუხი
·                    თვითშეფასება
  ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ახალი  მასალა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსწავლეების აქტიურო ჩართულობის ხარჯზე შევძელი  , იგრძნობოდა  უკუკავშირი.
8.            რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
სამომავლოდ აუცილებლად შევიტანდი ცვლილებებს
1.ჯგუფების დავალებებში - (თითოეულ  ჯგუფს სამი დავალება ჰქონდა) ვფიქრობ შეიძლება ამ დავალების შემცირება და მხოლოდ გაკვეთილის ტექსტის  და ვიდეოლექციის გაანალიზება, რადგან უცხო ტექსტის (სტატიის) წაკითხვას და გაანალიზებას მეტი დრო დასჭირდა, რის შედეგადაც შემცირდა   პრეზენტაციის დრო.
9.            რას გავითავლისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
გავითვალისწინებ გაკვეთილზე მიღებულ გამოცდილებას, შვეცდები ზუსტად განვსაზღვრო დავალებების რაოდენობა, რათა უფრო ეფექტურად ვაკონტრლო აქტივობების დრო.  მეტ ყურადღებას გავამახვილებ ხელოვნების ნიმუშების აღწერა-ანალიზზე რაც  შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ანალიტიკური უნარების განვითარებას.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: ნინო ცარციძე

თარიღი: 18/04/2018 წელი

No comments:

Post a Comment