Pages

Friday, July 11, 2025

„ფინური და ესტონური განათლება – ინოვაცია და გამოცდილება „

2025 წლის 15 აპრილს გამოქვეყნდა ნინო ცარციძის  სტატია „ფინური და ესტონური 
განათლება – ინოვაცია და გამოცდილება „ 

https://mastsavlebeli.ge/?p=42967&fbclid=IwY2xjawJ5-  AZleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFTNmJ6NzJRYkZJRWFwY3U5AR5GPi5FrQ36Qjqe_T3u  CKxU4dgmeGy74IGuygfkI59oYbXSn_Ljrvt_pIy3VQ_aem_cWrvOFPx0-HuIfEDE-yMJA 


11.06.2024 #საქართველოს დროით  21:00 

🕘 საათზე საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდი წარმოგიდგენთ ვებინარს   თემაზესაერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ფინეთსა და ესტონეთში“, რომელსაც წარუძღვება   ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძე. 

ლინკი 


📢 [ჩემი ახალი ინტერვიუ!] 📢🙏🩵




ამბები
განათლება

„საქართველოს შეუძლია ამ ისტორიული მოვლენის ნაწილი გახდეს“

http://kartuli.kvira.ge/2025/03/07/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B/?fbclid=IwY2xjawLdx2JleHRuA2FlbQIxMQABHhS03kH9eUgenusOBYPU7yLLRGXEp14-JA-jsV93rlyqTiwWCEt9YK4uc_vW_aem_rLoCrnnyaF7JzIjBuzQEXA 

ჩემი სტატია "რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში" Education JAGAT

 https://www.educationjagat.com/NewsDetail.aspx?Article=986

ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები. სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.


Sunday, March 3, 2024

გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენელთათვის

ჩემი სტატიის ლინკი:


„კარგ მასწავლებელს შეუძლია გააჩინოს იმედი, აღძრას ფანტაზია და გააჩინოს სწავლის სიყვარული“, - ბრედ ჰენრი



რა აძლიერებს  მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? დღეს მასწავალებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით არის კონკურსები, როგორც ეროვნულ , ისე საერთაშორისო დონეზე. ნებისმიერი აღიარება  მასწავლებელს უფრო მოტივირებულებს ხდის და ახალგაზრდებს კი  პროფესიაში შემოსვლისკენ უბიძგებს. რასაკვირველია, მოტივაცია მასწავლებლებისათვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის. მიღწევების  და წვლილის დანახვა განსაკუთრებული მომენტია, გარშემომყოფებისგან აღიარება კი  ხელს უწყობს  მასწავლებლის კარიერულ ზრდას. საგანმანათლებლო გარემოში აღიარების კულტურა მნიშვნელოვანია  პროფესიის პოპულარიზაციისთვის, მათ გასაძლიერებლად. მასწავლებელთა მიღწევებისა და წვლილის თანმიმდევრული აღიარებით სკოლებში იქმნება  უფრო მოტივირებული და დამაკმაყოფილებელი სასკოლო გარემო.

2024 წლის 14 იანვარს დუბაიში მეოთხე გლობალური განათლების სამიტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო „AKS Education Awards“ , ორგანიზაციას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს.    გლობალური განათლების ჯილდოების, AKS Education Awards-ის ინიციატივა არის ყოველწლიური პროგრამა, რომელიც აღიარებს განათლების სრულყოფილებას გლობალურად. გლობალური განათლების დაჯილდოების მიზანი იყო იმ ადამიანებისა და ინსტიტუტების აღიარება მთელს მსოფლიოში, რომლებმაც აჩვენეს განათლების უმაღლესი   სტანდარტები თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებში.  დუბაიში გალაღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ  ფიზიკური პირები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები 2024 წლისთვის მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან. ნომინაცია მოიცავდა 7 ძირითად კატეგორიას  და 106 ქვეკატეგორიას. საქართველოდან 2024 წელს სამიტზე დაჯილდოვდა 8 ნომინაციაში გამარჯვებული:



1           ინგა ხარჩილავა- გამოჩენილი საგანმანათლებლო მრჩეველი 2023-24 - საქართველო სწავლების წარჩინებით - ინდივიდუალური კატეგორია.

2           კახაბერ ჩაკვეტაძე- გამოჩენილი მასწავლებლის ტრენერი 2023-24 - საქართველო  საუკეთესო ტრენინგის კატეგორიაში - ინდივიდუალური კატეგორია.

3           ნინო ცარციძე- 2023-24 წლის ინოვატორი მასწავლებელი - საქართველო სწავლების ბრწყინვალების კატეგორიაში - ინდივიდუალური კატეგორია.

4           ნანა კენჭოშვილი- 2023-24 წლის შთამაგონებელი დირექტორი, საქართველო ლიდერობის ბრწყინვალების კატეგორიაში - ინდივიდუალური კატეგორია.

5           მარინე ტაბატაძე- წლის გამოჩენილი Edu-ლიდერი 2023-24 - საქართველო წარჩინებულების ლიდერობით - ინდივიდუალური კატეგორია.

6           მაია ბარბაქაძე- დამსახურებული განმანათლებელი - ქალი - საქართველო წარჩინებულ ლიდერობაში - ინდივიდუალური კატეგორია.

7           თამარ ზირაქაშვილი- 2023-24 წლის საუკეთესო პედაგოგიური ლიდერი, საქართველო-ინდივიდუალური კატეგორია.

8           ნანა კვარაცხელია- გამოჩენილი სამოტივაციო სპიკერი 2023-24 წლებში, საქართველო- ინდივიდუალური კატეგორია.

AKS Education Awardsის გუნდის ინიციატივაა, აღიაროს ყველა დაინტერესებული მხარე განათლების ინდუსტრიაში, რაც არის საუკეთესო შესაძლებლობა   პროფესიული ზრდისთვის და საკუთარე შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ყოველწლიურად AKS EDUCATION AWARDS გუნდი აჯილდოვებს საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.  გლობალური ჯილდო მიზნად ისახავს  გამოავლინოს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და აღიაროს გამორჩეული მასწავლებლები და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მათ პროფესიაში. ეს ჯილდო მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების იდენტიფიცირებას, რომლებმაც დანერგეს ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა საგნის სწავლებაში, გამოავლინეს განსაკუთრებული წვლილი მოსწავლეების განვითარებაში და ემსახურებოდნენ საზოგადოებას სწავლების გზით არა მარტო საკლასო ოთახში, არამედ არაფორმალურ გარემოშიც.



 2024 წლის გლობალიური ჯილდოს ცერემონია მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, საუბრის სესიებს, ქსელურ ლანჩს, გართობასა და ჯილდოების პრეზენტაციას. სამიტზე გამართულ პანელურ დისკუსიაში , რომელიც განათლების თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნებოდა, საქართველოდან მონაწილეობდა ქალბატონი ნანა კვარაცხელია, რომელიც საუკეთესოდ წარდგა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.  ქართველი მასწავლებლები აქტიურად ჩავერთეთ სამიტზე გამართულ სესიებსა და ჯგუფურ მუშაობაში, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების დამეგობრება, დაიგეგმა მომავალი პროექტები,  რომელსაც  ერთად განვახორცილებთ.



გამორჩეული და წარმატებული მასწავლებლების საერთაშორისო აღიარებას ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების საოცრად პოზიტიური დამოკიდებულება მოჰყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  AKS EDUCATION AWARDS  დაჯილდოების ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა მნიშნელოვანი მედიასაშუალება გამოეხმაურა, სადაც განხილულია საქართველოს პედაგოგების გლობალურ გავლენა  და მათ  ინტეგრაცია  საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებაში.




პირადად ჩემთვის,  „საქართველოს  ინოვატორი მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ არის პასუხისმგებლობა, ამავე დროს დიდი მოტივაცია. ასევე მნიშვნელოვანია, მუდმივად განვავითარო სწავლების უნარები და დავამყარო პროფესიული კონტაქტები, გლობალური განათლების სამიტი ამის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იყო. ზოგადად გლობალიზაცია   მეტ შესაძლებლობებს ქმნის იდეების გაცვლისთვის, მაღალი კლასის განათლების მიღებისთვის და ამგვარად ხელს უწყობს კაცობრიობის წინსვლას. დღესდღეობით ამისთვის ფიზიკური გადაადგილებაც აღარ არის აუცილებელი, რაც გაცილებით აადვილებს და აიაფებს განათლების მიღების, იდეების გაცვლის, სიახლეების შექმნისა და დანერგვის პროცესებს, თანამედროვე მსოფლიოში კი მეცნიერებისა და განათლების როლი და მნიშვნელობა სცდება ახალი ცოდნის შეძენისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ჩარჩოებს. განათლება ყოველთვის წარმოადგენდა მოქმედ ინსტრუმენტს აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპების შესაცვლელად, საზოგადოების, ეკონომიკისა და მთლიანად, სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღესაც განათლებას უმთავრესი როლი აკისრია იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითრების მისაღწევად.

 

სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის და ააიპ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი ნინო ცარციძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

·       Global Education Awards Dubai

·       https://aksawards.com/global-education-awards/?fbclid=IwAR1UsPhCeB5Og-LB-AyOyX7oAoP3x9CacdEica1-y4IfvVxvJmj_lElhybs



 

Thursday, November 2, 2023

მოგ­ზა­უ­რო­ბა ზღაპ­რულ ინ­დო­ეთ­ში

 https://akhaliganatleba.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%98/?fbclid=IwAR00d0CYCewPAgp7QCaqdCIdonTvce1NrM_GjrS0SLAsXm_95SJXX1rjiAI



ნი­ნო ცარ­ცი­ძე
სსიპ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის სა­ხე­ლო­ბის საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის და ააიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი გიმ­ნა­ზი­ის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ბავ­შ­ვო­ბა­ში, სა­ნამ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის ბედ­ნი­ე­რე­ბას ვე­ზი­ა­რე­ბო­დი, მხო­ლოდ ფილ­მებ­ში შე­მეძ­ლო მე­ნა­ხა თვალ­წარ­მ­ტა­ცი, ზღაპ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მხიბ­ლავ­და თა­ვის ფე­რა­დოვ­ნე­ბით. მა­შინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შევ­ძ­ლებ­დი ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ფილ­მე­ბით გან­ც­დი­ლი ზღაპ­რის ნახ­ვას. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა ციფ­რულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა IIU, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ციაა, მი­სი მი­ზა­ნია მსოფ­ლი­ო­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბით, ცდი­ლობს ხე­ლი შე­უწყოს, და­ეხ­მა­როს გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ბა­ტო­ნი პე­ე­უშ პან­დი­ტი. IIU ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის დი­რექ­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო კო­ლეჯ „კონ­ს­ტ­რუქტ-2“-ის ლექ­ტო­რი, სსიპ ზა­ზა ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შო­რაპ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის და სსიპ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ლი­თის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვას­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი: სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვი­ტი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, ბა­თუ­მის მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი კა­ხა­ბერ ჩაკ­ვე­ტა­ძე; სსიპ ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ამ მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი; სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის და ისტ-ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს ონ­ლა­ინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, ტრე­ნე­რი მზეო ბე­რა­ძე და სსიპ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის სა­ხე­ლო­ბის საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის და ააიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი გიმ­ნა­ზი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­ნო ცარ­ცი­ძე. ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი სრუ­ლი­ად უან­გა­როდ შრო­მო­ბენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ციფ­რულ პლატ­ფორ­მა­ზე გეგ­მა­ვენ და ახორ­ციელებენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს (ვე­ბი­ნარს, კონ­ფე­რენ­ცი­ას), რო­მელ­შიც, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ლექ­ტო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. IIU პლატ­ფორ­მა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ზი­ა­რე­ბა. ეს არის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის ურ­თი­ერ­თგა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის­თ­ვის. ქარ­თუ­ლი გუნ­დის წევ­რებს, მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ელ­ჩე­ბის სტა­ტუ­სე­ბი მოგ­ვა­ნი­ჭა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, უკ­ვე მე­ო­რედ, გან­ხორ­ცი­ლე­და BIKEP-ის უდი­დე­სი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ცოდ­ნის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 2023 წლის 25 ივ­ლი­სი­დან 31 ივ­ლი­სამ­დე გრძელ­დე­ბო­და. BIKEP-2-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ დე­ლე­გა­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, აზარ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, აშშ-დან, ლი­ბა­ნი­დან, ზიმ­ბაბ­ვე­დან, ინ­დო­ე­თი­დან.

პროგ­რა­მა მო­ი­ცავ­და:

♦ ცოდ­ნის გაც­ვ­ლის, გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ პროგ­რა­მას;

♦ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ინ­დო­ე­თის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის კლუ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში „ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვ­თა ზრუნ­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“;

♦ დამ­ფუძ­ნებ­ლის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა და სა­პა­ტიო ჯილ­დო­ე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ას;

♦ ინ­დო­ე­თის ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში ვი­ზი­ტებს;

♦ ინ­დო­ე­თის სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის კვლე­ვას, ფერ­მა­ში სტუმ­რო­ბას და შეხ­ვედ­რებს სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლებ­თან;

♦ ვი­ზი­ტებს – მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლ ინოვაციურ მეტ­რო სო­ფელ­ში, ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლაში, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლასა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფოში.

პროგ­რა­მის და­საწყის­ში, ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ინ­დო­ე­თის კა­რიბ­ჭე, ლო­ტო­სის ტა­ძა­რი და ის­ტო­რი­უ­ლი გურ­დ­ვა­რა­დან ტრან­კი­ლის ეკ­ლე­სია.

ლო­ტო­სის ტა­ძა­რი ნიუ-დე­ლი­ში მდე­ბა­რე­ობს. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბა­ჰა­ის სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი. ბა­ჰა­ის რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ღმერ­თის, რე­ლი­გი­ე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა, მი­სი კა­რი ღიაა ყვე­ლა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის. ლო­ტო­სის ტა­ძა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს, შე­ნო­ბა 27 მარ­მა­რი­ლოს ფოთ­ლის­გან შედ­გე­ბა, რაც მას ლო­ტო­სის ფორ­მას აძ­ლე­ვს.



ინ­დო­ე­თის კა­რიბ­ჭე – მო­ნუ­მენ­ტი აგე­ბუ­ლია პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­სა და ავ­ღა­ნე­თის ომ­ში და­ღუ­პუ­ლი ინ­დო­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ხსოვ­ნის­თ­ვის, მდე­ბა­რე­ობს რაჯ­პატ­ში, ნიუ-დე­ლი­ში. მო­ნუ­მენ­ტის კედ­ლებ­ზე და­ღუ­პულ ჯა­რის­კაც­თა სა­ხე­ლე­ბია ამოტ­ვიფ­რუ­ლი. წინ, უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლავ­ზე, „უკვდა­ვი მე­ომ­რის ალი“ ან­თია.



დე­ლის გუ­რუდ­ვა­რა ბან­გ­ლა სა­ჰი­ბი სი­ქე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ლო­ცა­ვი ად­გი­ლია ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში. თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს გუ­რუდ­ვა­რა, თა­ვი­სი ოქ­როს გუმ­ბა­თე­ბით და დი­დი წმინ­და აუზით, მე-17 სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში და­არ­ს­და.



დე­ლი­ში ვეწ­ვი­ეთ ინ­დო­ე­თის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის კლუბს. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს ად­ვო­კა­ტე­ბი და სა­უბ­რობ­დ­ნენ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე. დე­ლე­გა­ტე­ბი­სა და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დ­გა ბა­ტო­ნი პე­ე­უშ პან­დი­ტი, რო­მე­ლიც, ასე­ვე, არის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს ად­ვო­კა­ტი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მო­ვიდ­ნენ, აგ­რეთ­ვე, დე­ლე­გა­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მელ­მაც ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.



შემ­დეგ გა­ვემ­გ­ზავ­რეთ ინოვაციურ მეტრო სო­ფელ­ში, სა­დაც სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მოგ­ვიწყ­ვეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სოფ­ლის, ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა. ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა ბა­ტონ­მა პე­ე­უშ პან­დიტ­მა და­ა­არ­სა სო­ფელ კუნ­დას ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. სკო­ლის 350-მა მოს­წავ­ლემ, ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი აარ­ტი, ლა­მა­ზი ინ­დუ­რი რი­ტუ­ა­ლი შე­ას­რუ­ლა. სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა იყო თბი­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლი.






ინ­დო­ე­ლებს აქვთ გა­მოთ­ქ­მა „სტუ­მა­რი ღმერ­თია“. მარ­თ­ლაც, ჩვენ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე გა­რე­მო­ში. ეს იყო და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც ერ­თ­ნა­ი­რად გან­ვიც­დი­დით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­დო­ე­თის სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო BIKEP-ის დე­ლე­გა­ტე­ბის ბა­ნე­რე­ბი. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ჩვე­ნი ვი­ზი­ტი­სას, გვხვდე­ბოდ­ნენ ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ით.

დღის ბო­ლოს, პროგ­რა­მის დე­ლე­გა­ტებ­მა ზიმ­ბაბ­ვე­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, აშშ-დან, ლი­ბა­ნი­დან და ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და ცეკ­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

27 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბა­ტო­ნი პე­ე­უშ პან­დი­ტის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც მოწ­ვეუ­ლი იყ­ვ­ნენ სტუმ­რე­ბი ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან. ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა დე­ლე­გა­ტებს წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ინო­ვა­ცი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­ას­რუ­ლეს. მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ დე­ლე­გა­ტე­ბის და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მოს­წავ­ლე­ებ­მა, აგ­რეთ­ვე, შე­ას­რუ­ლეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­დუ­რი ცეკ­ვე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი. ბა­ტონ­მა პე­ე­უშ პან­დიტ­მა დე­ლე­გა­ტე­ბი სა­პა­ტიო ჯილ­დო­ე­ბით და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით დაგ­ვა­ჯილ­დო­ვა. ქარ­თ­ვე­ლი დე­ლე­გა­ტე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბას ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით და­ვეს­წა­რით, წარ­მა­ტე­ბით ვი­ას­პა­რე­ზეთ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ში. ბა­ტონ პე­ე­უშ პან­დიტ­თან ერ­თად, გა­ი­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.




28 ივ­ლისს ვეწ­ვი­ეთ კუნ­დას კომ­პი­უ­ტე­რულ ინ­ს­ტი­ტუტს, სა­დაც 200-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. გა­ვე­ცა­ნით, რო­გორ ეუფ­ლე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ნო­ლო­გი­ებს; ვეს­ტუმ­რეთ აშუ ოჟას სკო­ლას, მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი; მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო, სა­დაც შევ­ხ­ვ­დით პა­ცი­ენ­ტებ­სა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პერ­სო­ნალს.

დღის ბო­ლოს ვი­ზი­ტი გვქონ­და ბჰაქ­ტი დამ მან­გარ­ჰის ცნო­ბილ ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც 108 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი ვარ­დის­ფე­რი ქვი­შაქ­ვით, თეთ­რი მარ­მა­რი­ლო­თი და შა­ვი გრა­ნი­ტით.

სო­ფელ კუნ­და­დან ქა­ლაქ აგ­რა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რეთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე იყო, რად­გან სა­ოც­ნე­ბო ტაჯ მა­ჰალს ვეს­ტუმ­რეთ. მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლუ­რად მე­ნა­ხა ტა­ძა­რი, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, ვუყ­ვე­ბო­დი მი­სი შექ­მ­ნის სა­ო­ცარ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე, ახ­ლა კი სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მი­სი ნახ­ვით გა­მოწ­ვე­ულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვე­სა­უბ­რო.





ტაჯ მა­ჰა­ლი ულა­მა­ზე­სი მავ­ზო­ლე­უ­მია, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­ლე­ბის სულ­თ­ნის, შაჰ ჯა­ჰა­ნის ბრძა­ნე­ბით ააგეს. შაჰ­მა ეს ნა­გე­ბო­ბა მე­უღ­ლის, მუმ­თაზ მა­ჰა­ლის, პა­ტივ­სა­ცე­მად ააგო. თურ­მე შაჰს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მე­უღ­ლე და რო­ცა ის გარ­და­იც­ვა­ლა, ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვა გა­მო­აცხა­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი ზე­ი­მი აკ­რ­ძა­ლა. ცო­ტა ხან­ში, ქა­ლაქ აგ­რა­ში, მუმ­თაზ მა­ჰა­ლის საფ­ლავ­ზე უზარ­მა­ზა­რი ტაძ­რის აგე­ბა და­აწყე­ბი­ნა. ამ ტაძ­რის ასა­გე­ბად 20.000-ზე მე­ტი მუ­შა მუ­შა­ობ­და, ბევ­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო მოწ­ვე­უ­ლი აზი­ის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან და მშენებ­ლო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის შემ­დეგ დას­რულ­და. ტაჯ მა­ჰა­ლის კედ­ლე­ბი თეთ­რი მარ­მა­რი­ლო­სია, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს, მზის ჩას­ვ­ლი­სას, ოქ­როს­ფ­რად მო­ჩანს. თეთ­რი მარ­მა­რი­ლო ძვირ­ფა­სი თვლე­ბი­თაა მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი. ტაჯ მა­ჰა­ლის აგე­ბი­სას 28 სა­ხე­ო­ბის ძვირ­ფა­სი და ნა­ხევ­რად­ძ­ვირ­ფა­სი ქვა გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ტაძ­რის სი­მაღ­ლე 58 მეტ­რია, სი­გა­ნე – 56 მეტ­რი. ეზო­ში ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სე თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი მინ­დ­ვ­რე­ბია, ტაძ­რის წინ – აუზე­ბი და შად­რევ­ნე­ბი, იქ­ვე კვი­პა­რო­სე­ბია დარ­გუ­ლი. ტაჯ მა­ჰა­ლი იუნეს­კოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­თა სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.


პროგ­რა­მის და­სას­რულს გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი სიტყ­ვა წარ­მოთ­ქ­ვა ბა­ტონ­მა პე­ე­უშ პან­დიტ­მა – სა­უბ­რის თე­მა იყო „რა­ტომ ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი“. თა­ვი­სი გა­მოს­ვ­ლა მან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ცი­ტა­ტით და­ას­რუ­ლა: „მსოფ­ლი­ოს შეც­ვ­ლა ან რა­ი­მე ახ­ლის შექ­მ­ნა და­იწყე სა­კუ­თა­რი თა­ვით“, რი­თაც ხა­ზი გა­უს­ვა თვით­ზ­რუნ­ვის ძი­რი­თად სა­კითხებს: თვით­პა­ტი­ვის­ცე­მას, თვით­კ­მა­რო­ბას, თვით­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, თვი­თი­ნო­ვა­ცი­ა­სა და თვით­შე­მეც­ნე­ბას, რო­გორც ეფექ­ტუ­რი ლი­დე­რო­ბის ქვა­კუთხედს. მი­სი აზ­რით, პი­როვ­ნე­ბამ უნ­და იტ­ვირ­თოს სა­კუ­თა­რი ბე­დის კა­პიტ­ნის რო­ლი, რა­ზეც, რა თქმა უნ­და, ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან თუნ­დაც ქვე­ყა­ნა. ბა­ტო­ნი პან­დი­ტის სიტყ­ვებ­მა გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ გლო­ბა­ლუ­რი ოჯა­ხის ნა­წი­ლი ვართ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა. ეს იყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მო­წო­დე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ის­კენ. დე­ლე­გა­ტებს გვირ­ჩია, ვა­ღი­ა­როთ ლა­ტენ­ტუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და სა­კუ­თა­რი თავ­ში ახა­ლი უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. სე­სი­ის და­სას­რულს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტეთ მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მართ — გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლას­თ­ვის, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო დე­ლე­გა­ტე­ბის­თ­ვის, გავ­ც­ნო­ბო­დით ინ­დო­ე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­სა და ის­ტო­რი­ას, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­ვეც­ვა­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად ჰპო­ვებს ასახ­ვას სან­ს­კ­რი­ტუ­ლი ფრა­ზა — „სამ­ყა­რო არის ოჯა­ხი“ („Vasudhaiva Kutumbakam“) — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს გლო­ბა­ლურ პერ­ს­პექ­ტი­ვას, გლო­ბა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბი­სა და­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა: კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, მშვი­დო­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა.


გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. International Internship University – IIU https://www.facebook.com/theiiuniversity
  2. BIKEP-Biggest Interactive Knowledge Exchange Program –https://www.facebook.com/profile.php?id=100092618853601
  3. Iiu Social-Media – https://www.facebook.com/profile.php?id=100074651303409