Pages

Sunday, March 3, 2024

გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენელთათვის

ჩემი სტატიის ლინკი:


„კარგ მასწავლებელს შეუძლია გააჩინოს იმედი, აღძრას ფანტაზია და გააჩინოს სწავლის სიყვარული“, - ბრედ ჰენრი



რა აძლიერებს  მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? დღეს მასწავალებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით არის კონკურსები, როგორც ეროვნულ , ისე საერთაშორისო დონეზე. ნებისმიერი აღიარება  მასწავლებელს უფრო მოტივირებულებს ხდის და ახალგაზრდებს კი  პროფესიაში შემოსვლისკენ უბიძგებს. რასაკვირველია, მოტივაცია მასწავლებლებისათვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის. მიღწევების  და წვლილის დანახვა განსაკუთრებული მომენტია, გარშემომყოფებისგან აღიარება კი  ხელს უწყობს  მასწავლებლის კარიერულ ზრდას. საგანმანათლებლო გარემოში აღიარების კულტურა მნიშვნელოვანია  პროფესიის პოპულარიზაციისთვის, მათ გასაძლიერებლად. მასწავლებელთა მიღწევებისა და წვლილის თანმიმდევრული აღიარებით სკოლებში იქმნება  უფრო მოტივირებული და დამაკმაყოფილებელი სასკოლო გარემო.

2024 წლის 14 იანვარს დუბაიში მეოთხე გლობალური განათლების სამიტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო „AKS Education Awards“ , ორგანიზაციას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს.    გლობალური განათლების ჯილდოების, AKS Education Awards-ის ინიციატივა არის ყოველწლიური პროგრამა, რომელიც აღიარებს განათლების სრულყოფილებას გლობალურად. გლობალური განათლების დაჯილდოების მიზანი იყო იმ ადამიანებისა და ინსტიტუტების აღიარება მთელს მსოფლიოში, რომლებმაც აჩვენეს განათლების უმაღლესი   სტანდარტები თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებში.  დუბაიში გალაღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ  ფიზიკური პირები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები 2024 წლისთვის მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან. ნომინაცია მოიცავდა 7 ძირითად კატეგორიას  და 106 ქვეკატეგორიას. საქართველოდან 2024 წელს სამიტზე დაჯილდოვდა 8 ნომინაციაში გამარჯვებული:



1           ინგა ხარჩილავა- გამოჩენილი საგანმანათლებლო მრჩეველი 2023-24 - საქართველო სწავლების წარჩინებით - ინდივიდუალური კატეგორია.

2           კახაბერ ჩაკვეტაძე- გამოჩენილი მასწავლებლის ტრენერი 2023-24 - საქართველო  საუკეთესო ტრენინგის კატეგორიაში - ინდივიდუალური კატეგორია.

3           ნინო ცარციძე- 2023-24 წლის ინოვატორი მასწავლებელი - საქართველო სწავლების ბრწყინვალების კატეგორიაში - ინდივიდუალური კატეგორია.

4           ნანა კენჭოშვილი- 2023-24 წლის შთამაგონებელი დირექტორი, საქართველო ლიდერობის ბრწყინვალების კატეგორიაში - ინდივიდუალური კატეგორია.

5           მარინე ტაბატაძე- წლის გამოჩენილი Edu-ლიდერი 2023-24 - საქართველო წარჩინებულების ლიდერობით - ინდივიდუალური კატეგორია.

6           მაია ბარბაქაძე- დამსახურებული განმანათლებელი - ქალი - საქართველო წარჩინებულ ლიდერობაში - ინდივიდუალური კატეგორია.

7           თამარ ზირაქაშვილი- 2023-24 წლის საუკეთესო პედაგოგიური ლიდერი, საქართველო-ინდივიდუალური კატეგორია.

8           ნანა კვარაცხელია- გამოჩენილი სამოტივაციო სპიკერი 2023-24 წლებში, საქართველო- ინდივიდუალური კატეგორია.

AKS Education Awardsის გუნდის ინიციატივაა, აღიაროს ყველა დაინტერესებული მხარე განათლების ინდუსტრიაში, რაც არის საუკეთესო შესაძლებლობა   პროფესიული ზრდისთვის და საკუთარე შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ყოველწლიურად AKS EDUCATION AWARDS გუნდი აჯილდოვებს საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.  გლობალური ჯილდო მიზნად ისახავს  გამოავლინოს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და აღიაროს გამორჩეული მასწავლებლები და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მათ პროფესიაში. ეს ჯილდო მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების იდენტიფიცირებას, რომლებმაც დანერგეს ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა საგნის სწავლებაში, გამოავლინეს განსაკუთრებული წვლილი მოსწავლეების განვითარებაში და ემსახურებოდნენ საზოგადოებას სწავლების გზით არა მარტო საკლასო ოთახში, არამედ არაფორმალურ გარემოშიც.



 2024 წლის გლობალიური ჯილდოს ცერემონია მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, საუბრის სესიებს, ქსელურ ლანჩს, გართობასა და ჯილდოების პრეზენტაციას. სამიტზე გამართულ პანელურ დისკუსიაში , რომელიც განათლების თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნებოდა, საქართველოდან მონაწილეობდა ქალბატონი ნანა კვარაცხელია, რომელიც საუკეთესოდ წარდგა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.  ქართველი მასწავლებლები აქტიურად ჩავერთეთ სამიტზე გამართულ სესიებსა და ჯგუფურ მუშაობაში, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების დამეგობრება, დაიგეგმა მომავალი პროექტები,  რომელსაც  ერთად განვახორცილებთ.



გამორჩეული და წარმატებული მასწავლებლების საერთაშორისო აღიარებას ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების საოცრად პოზიტიური დამოკიდებულება მოჰყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  AKS EDUCATION AWARDS  დაჯილდოების ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა მნიშნელოვანი მედიასაშუალება გამოეხმაურა, სადაც განხილულია საქართველოს პედაგოგების გლობალურ გავლენა  და მათ  ინტეგრაცია  საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებაში.




პირადად ჩემთვის,  „საქართველოს  ინოვატორი მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ არის პასუხისმგებლობა, ამავე დროს დიდი მოტივაცია. ასევე მნიშვნელოვანია, მუდმივად განვავითარო სწავლების უნარები და დავამყარო პროფესიული კონტაქტები, გლობალური განათლების სამიტი ამის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იყო. ზოგადად გლობალიზაცია   მეტ შესაძლებლობებს ქმნის იდეების გაცვლისთვის, მაღალი კლასის განათლების მიღებისთვის და ამგვარად ხელს უწყობს კაცობრიობის წინსვლას. დღესდღეობით ამისთვის ფიზიკური გადაადგილებაც აღარ არის აუცილებელი, რაც გაცილებით აადვილებს და აიაფებს განათლების მიღების, იდეების გაცვლის, სიახლეების შექმნისა და დანერგვის პროცესებს, თანამედროვე მსოფლიოში კი მეცნიერებისა და განათლების როლი და მნიშვნელობა სცდება ახალი ცოდნის შეძენისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ჩარჩოებს. განათლება ყოველთვის წარმოადგენდა მოქმედ ინსტრუმენტს აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპების შესაცვლელად, საზოგადოების, ეკონომიკისა და მთლიანად, სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღესაც განათლებას უმთავრესი როლი აკისრია იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითრების მისაღწევად.

 

სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის და ააიპ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი ნინო ცარციძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

·       Global Education Awards Dubai

·       https://aksawards.com/global-education-awards/?fbclid=IwAR1UsPhCeB5Og-LB-AyOyX7oAoP3x9CacdEica1-y4IfvVxvJmj_lElhybs



 

No comments:

Post a Comment