Pages

Wednesday, July 7, 2010

პროექტები




იდეები სასწავლო პროექტის ჩასატარებლად
პროექტის სახელი:
,,რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რამდი დარი.“
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ქართულ ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლებს და ხატავენ საქართველოს კონტურულ რუკას, მასზე დაიტანენ ყველა იმ ძეგლს , რომელიც წლის განმავლობაში სახელმძღვანელოში შეხვდებათ ან ექსკურსიაზე ყოფნის დროს ნახავენ. შექმნიან ნახატებსა და ფოტოებს და მოაწყობენ გამოფენას.
იდეები სასწავლო პროექტში ისტის ინტეგრირებისთვის:
მოსწავლეების მიერ სახელმძღვანელოში ან ექსკურსიის დროს ნანახი ქართული არქიტექტურული ძეგლების კვლევა ინტერნეტით. საპრეზენტაციო ფაილის მომზადება ტესტებითა და ტაძრების ფოტოებით. რუკაზე დატანილი ძეგლების შესახებ კარტოთეკის ბარათების შექმნა
კარტოთეკის ბარათის ნიმუში
• ძეგლის სახელწოდება
• მდებარეობა
• ისტორიული ცნობები
• ლიტერატურა
• ნაგებობის ტიპი
• თარიღი
• მასალა
• მოკლე აღწერა
• მოხატულობის თარიღი
(თუ ასეთ არსებობს)
• წარწერები
• დაზიანებები
მონაწილე კლასი–IX
ვადები ხანგრძლივობა– წლის დასაწყისი წლის ბოლო
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში– კვლევა დისკუსიის გამართვა, მოძიებულ მასალაზე ნახატების ფოტოების შექმნა. ინტერაქტივი, საპრეზენტაციო ფაილის მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები–გაიღრმავებენ ცოდნას შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესახებ. გამოიმუშავებენ ათვისებული ცოდნის პრაქტიკულ უნარ–ჩვევას. შეიძენენ კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილებას.
სარგებელი სხვებისთვის: ქართული საეკლესიო არქიტექტურის ფაილის ელ ვერსია, რომელსაც შექმნიან პროექტის მონაწილე მოსწავლეები.
სამუშაო ენა: ქართული– ინგლისური
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარს მრავალ საგანში: ხელოვნებაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ისტ–ში
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ცარციძე
პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: ninocarcidze@gmail.com
ninkacarcidze.blogspot.com
ninocarcidze.lemill.net

No comments:

Post a Comment