Pages

Saturday, February 13, 2016

პროფესიული განვითარება



ფასილიტატორის რეფლექსია

ტრენინგის რეფლექსია
2015 წლის 14-15 ნოემბერს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგი, რომლის თემა იყო  „მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა“. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტენსიურად, ვიმუშავეთ ჯგუფებში, გვქონდა როლური თამაში,  საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, რომლის დახმარებითაც, ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა,  გავიგე როგორ ვითანამშრომლო ჩემს პედაგოგებთან, როგორ შევუქმნა მათ მოტივაცია მუშაობასთან დაკავშირებით და როგორ დავეხმარო მათ მუშაობის დროს წამოჭრილი პრობლემების დაძლევაში.
    ტრენინგის შემდგომ გავაანალიზე ჩემს მიერ მიღებული ინფორმაცია. კარგად გავითავისე ჩემი უფლებები და მოვალეობები პედაგოგების მიმართ. სკოლაში დაბრუნების შემდეგ დავგეგმე, მიღებული ცოდნა და გამოცდილება როგორ  გამეზიარებინა პედაგოგებისთვის. გამოვიყენე ტრენერის მიერ მოწოდებული მასალები, ყველა პედაგოგისთვის ამოვბეჭდე თვითშეფასების კითხვარი და  „ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“-ის  მე-IVთავი, მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრისთვის  შევქმენი პრეზენტაციები  შეხვედრაზე განსახილველი საკითხების შესახებ:
1.ფასილიტატორის ფუნქცია
2.თვითშეფასების კითხვარი
3. თვითშეფასების კითხვარის შევსების ინსტრუქცია
4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმები.
პრეზენტაციების მოსამზადებლად  გამოვიყენე:
·                      მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი;
·                      თვითშფასების კითხვარის შევსების ინსტრუქცია;
·                      ტრენერის მიერ გადმოგზავნილი ფასილიტატორთა ტრენინგის პრეზენტაციის ნაწილი.
შევუთანხმდი ჩემს მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს შეხვედრის თარიღზე და დავგეგმე პირველი საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლებთან, შაბათს, 21 ნოემბერს 10 საათზე, შეხვედრაზე მესწრებოდა 15 მასწავლებელი, ერთმა მასწავლებელმა ვერ შეძლო მოსვლა, (რომელსაც  26 ნოემბერს ინდივიდუალურად შევხვდი  და გავაცანი პირველ შეხვედრაზე განხილული საკითხები).
 პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაგრძელდა 4 საათი.  პრეზენტაციის დასაწყისში ვისაუბრე თვითშეფასების კითხვარის შევსების  აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. გავაცანი: ფასილიტატორის ფუნქცია-მოვალეობები; თვითშეფასების კითხვარის შევსების ინსტრუქცია; დეტალურად განვიხილეთ თვითშეფასების კითხვარი და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფორმები.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კოლეგები ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებსა და  გამოცდილებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამომწურავი პასუხი გაეცა  ყველა დასმულ შეკითხვას.  მასწავლებლებმა გამოხატეს პოზიტიური დამოკიდებულება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მათი შთაბეჭდილებებიდან:
v    „დღევანდელი დღე როგორც საწყისი კარგი იყო, მკაფიოდ და კარგად იყო ახსნილი ყველა კითხვის შინაარსი“;
v     „ყურადღებით გისმენდით, შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი გიმუშავიათ განსახილველ საკითხებზე, რაც გამოხატეთ ჩვენდამი გადმოცემაში, დიდი მადლობა!“;
v     „დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, გავიგე მიმართულება თუ როგორ უნდა შევავსო თვითშეფასების კითხვარი“;
v     „აღმოჩნდა, რომ ნინოს აქვს კარგი გადმოცემის უნარი, ზუსტად და დეტალურად განგვიმარტა მოცემული თემები, მოიშველია პრაქტიკული მაგალითები და თვალსაჩინოებები, ყურადღებით ისმენდა ჩვენს შეკითხვებს და გვაძლევდა ამომწურავ პასუხებს, ბევრი საინტერესო იდეა გაგვიჩინა მასთან მუშაობამ“;
v     „შეხვედრა იყო საკმაოდ ამომწურავი და ვრცელი, თითოეულ პუნქტზე გაკეთდა კომენტარები, მოგვეცა საშუალება გავცნობოდით მთლიან თვითშეფასების რუბრიკას. ფასილიტატორი იყო მომზადებული და თანამშრომლობდა ყველასთან“;
v     „ძალიან მომეწონა შეხვედრა, არ ვიყავი გარკვეული როგორ უნდა შემევსო თვითშეფასების კითხვარი, დღევანდელი შეხვედრით ნაწილობრივ მივხვდი. ზოგს ფასილიტატორი დამეხმარება და მე მგონი შევძლო შევსება, იმიტომ რომ ფასილიტატორმა ძირფესვიანად აგვიხსნა თითოეული რუბრიკა.“;
v     „ სასიამოვნო იყო თქვენი მოსმენა, განსახილველი საკითხები კარგად დაგიმუშავებია, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.“
მასწავლებლებთან პირველი საინფორმაციო შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ მიერ დაწერილ შთაბეჭდილებებში კარგად ჩანს, რომ შეხვედრა იყო დროული, მიზანმიმართული და შედეგიანი.  ჩემი კოლეგებიდან მიღებული უკუკავშირი მხოლოდ დადებითი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დაწერა ვთხოვე ანონიმურად და ვთხოვე რომ დაეწერათ რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ, მათგან რჩევა ჩემი მისამართით, კრიტიკა ან გამოსასწორებელ ელემენტებზე მითითება ან რომელიმე განხილული საკითხის მიმართ გაურკვევლობა არ გამოკვეთილა. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, ჩემი  კოლეგების მიერ მოცემული უკუკავშირი ჩემთვის დიდი სტიმული იყო, რადგან მათ შორის თითქმის ყველა თაობის პედაგოგია, არიან ღვაწლმოსილი პედაგოგებიც, რომელთა მოღვაწეობა ჩემთვის მისაბაძია.
შეხვედრის ბოლოს შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე.  ვაწყობ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, ვეხმარები მათ წარმოქმნილი პრობლემის დაძლევაში,  ასევე ვხვდები პედაგოგებს ინდივიდულურდ , ვიყენებ კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, სატელეფონო საუბრებსა და ელექტრონულ საშუალებებს.
მასწავლებლებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა,    მათ უმრავლესობას გავუწიე კონსულტაცია თვითშეფასების კითხვარის შესავსებად.  პედაგოგთა ნაწილმა უკვე დაასრულა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემის (eschool )-ის თავიანთ გვერდზე  თვითშეფასების კითხვარის შევსება.
ვმუშაობთ შევსებული კითხვარის ანალიზზე და სჭიროებების დაჯგუფებაზე. გადავხედავ თითოელი პედაგოგის ნამუშევარს, მივცემ რეკომენდაციებს და დავეხმარები გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენში.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის ვიქტორ ნოზაძის სახელობის
 სოფელ მოძვის საჯარო სკოლა
ფასილიტატორი: ნინო ცარციძე
04.12. 2015









No comments:

Post a Comment