Pages

გაკვეთილის გეგმები

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის ვიქტორ ნოზაძის სახელობის სოფელ მოძვის საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა
                                                                                                                                 
კათედრის დასახელება
ესთეტიკური აღზრდის კათედრა
საგნის დასახელება
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სასწავლო საფეხური კლასი
საბაზო - VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
12 მოსწავლე: კლასში არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის თემა
სამი გოთური კათედრალი
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეს განვუვითაროთ სხვა და სხვა საგანში მიღებული ცოდნის ინტეგრირების უნარი; განვუმტკიცოთ არქიტექტურული ნაგებობის გაგების, გაცნობის უნარი; გამოვუმუშაოთ არქიტექტურული ნაგებობის ექსტერიერისა და ინტერიერის შედარებითი ანალიზის უნარი. მოსწავლეს გავუღრმაოთ კონკრეტული ისტორიული ეპოქის თავისებურებებზე მსჯელობის უნარი და დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარ-ჩვევა.

აქტივობა და დროის ორგანიზება

1.გავლილი მასალის გახსენება, I.ნტერაქტივი-4 წთ
2.ინფორმაციის გაცნობა, საუბარი-8 წთ.
3.ვიზუალური მასალის გაცნობა, მსჯელობა, II. ინტერქტივი და მსჯელობა- 9 წთ
4.თეორიული ინფორმაციის გაცნობა, III ინტერქტივი და საკლასო სამუშაო(შედარებითი ანალიზი) IV.ინტერაქტივი, ვიზუალური მასალის ანალიზი —9 წთ
5.დასკვნითი მსჯელობა კლასში,  შეფასება ,თვითშეფასება, ურთიერთშეფასება-15 წთ
მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური , წყვილებში ან ჯგუფებში
სასწავლო სახელმძღვანელო
ხელოვნება  VIII კლასი  - ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე,
თამარ ჯაყელი -     გამომცემლობა: „კლიო“
შეფასება
მიმდინარე განმავითარებელი, მიმდინარე განმსაზღვრელი, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
უნარ-ჩვევების შეფასება
ცოდნის ინტეგრირების უნარი, თეორიული და ვიზუალური მასალის ათვისების, შედარებითი ანალიზის უნარ-ჩვევა.
რესურსი
სახელმძღვანელო,CD,პროექტორი, დაფა, სამარკერო დაფა, სააზროვნო სქემები
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები  და ინდიკატორები
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ხელოვნების აღქმა კონტექსტშ
ს.გ. VIII.7.    ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ  ნიშნებს;  ს.გ.VIII.8. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორი­ტის მიხედვით;მოიძიებს მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს თანაკლასელებს მოხსენების და  თვალსაჩინო მასალის სახით;მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VIII.10.   ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.
ს.გ.VIII.11.  მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით; მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი (ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ მხარეზე.             
გაკვეთილის მსვლელობა
I-ფაზა : შესავალი  -1)გაკვეთილის საწყისი ფაზა-12 წთ
აქტივობა 1. გავლილი მასალის გახსენება, I.ინტერქტივი 4 წთ
მოსწავლეებს ვეკითხები
1)         ხელოვნების რომელი დარგები გავიარეთ ჩვენი წიგნის წინა თავებში?
მოსწავლეების პასუხის შემდეგ ვუხსნი, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ მე-5 თავს „არქიტექტურა“, რა იცით არქიტექტურის შესახებ და რა გინდათ იცოდეთ? შეავსეთ სქემის „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ 1 და მე-2-ე გრაფა


ვიცი


მინდა ვიცოდე

რა გავიგე




პირველი ინტერაქტივის შეკითხვები:
1.          გაიხსენეთ ისტორიიდან ვინ იყვნენ გოთები?
2.          თქვენი აზრით, რა კავშირი აქვს გოთიკას გოთებთან?
3.          გაიხსენეთ, ვინ იყო ჯორჯო ვაზარი?

აქტივობა 2. ინფორმაციის გაცნობა, საუბარი - 8 წთ
მოსწავლეებს ვესაუბრები გოთურ ხელოვნებაზე შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ 124-ე გვერდზე განთავსებული დამატებითი მასალა: შარტრისა და კილონის ტაძრის შესახებ.

II-ფაზა: ძირითადი ნაწილი  -18 წთ:  ა)   ძიების ფაზა -9 წთ
2)                აქტივობა- ვიზუალური მასალის გაცნობა მსჯელობა
მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას გოთიკური არქიტექტურის შესახებ. ვიზუალური მასალის მსვლელობის დროს მოიფიქრეთ  ყველამ თითო ეპითეტი, შეუსაბამეთ  გოთურ ტაძარს,  მოსწავლეები ამკობენ ფერად ფურცლებზე დაწერილი ეპითეტებით დაფა „გოთურ ტაძარს“ .
 შენდეგ  ვთხოვ წაიკითხონ „გოთური ტაძრის გეგმა“ და დააკვირდნენ გაკვეთილის პირველ გვერდზე განთავსებულ  გოთური ტაძრების გეგმების  ილუსტრაციას
მე-2-ე ინტერქტივი
4..შეადარეთ ერთმანეთს სამი გოთური კათედრალის გეგმა. განსაზღვრეთ, რა მსგავსება და გნსხვავებაა მათ შორის.
ბ).რეფლექსიის ფაზა-9 წთ
მე-4-ე აქტივობა თეორიული ინფორმაციის გაცნობა
3.ინტერაქტივი საკლასო სამუშაო (შედარებითი ანალიზი)
მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ გაკვეთილის ტქსტის პირველი თავი
  მე3-ე ინტერაქტივი:
5.შეადრეთ ერთმანეთს სამი გოთური კათედრალის ფასადი. განსაზღვრეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.
დააკვირდით გაკვეთილის მეორე გვერდზე განთავსებულ სამი გოთური კათედრალის ილუსტრაციას                                                                                                                                    
იმუშავეთ წყვილებში გაეცანით გაკვეთილის მეორე თავს  და შეავსეთ  დიაგრამა „შედარების მატრიცა“,  პრეზენტატორებმა წარმოადგინეთ შევსილი „შედარების მატრიცის“ თითო მახასიათებელი  და იმსჯელეთ.

შედარების მატრიცა


მახასიათებლები
შესადარებელი ნიმუშები

N-1
რეიმსის ტაძარი.ფასადი
N-2
შარტრის ტაძარი. ფასადი
N-3
კიოლნის ტაძარი. ფასადი








მსგავსება




განსხვავება









მსგავსება




განსხვავება









მსგავსება




განსხვავება








მსგავსება




განსხვავება
ინტერაქტივი, ვიზუალური მასალის ანალიზი
4.ინტერაქტივი
6  .შეადარეთ ერთმანეთს გოთური კათედრალების ინტერიერები, განსაზღვრეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.   წყვილებმა წაიკითხეთ გაკვეთილის  მესამე თავი, დაუკვირდით რეიმსის და კიოლნის ტაძრის ინტერიერებს და შეავსეთ „ვენის დიაგრამა“ .
                                                                                                                                                                     
პრეზენტატორებმა წარმოადგინეთ  შევსილი „ვენის დიაგრამის“  ნაწილები და იმსჯელეთ მსგავსება განსხვავებაზე.
III ფაზა: დასკვნითი ნაწილი : 3- განხილივისა და  შეჯამების ფაზა -15  წთ
5 აქტივობა: დასკვნითი მსჯელობა კლასში     მოსწავლეებს ვთხოვ დაასრულონ: „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ დიაგრამის შევსება, წაიკითხონ  გააკრან დაფაზე „არქიტექტურა“ სათითაოდ.
  ვიქტორინა „ამოვიცნოთ გოთური სტილის ტაძრები“
მოსწვლეების ნაწილს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას, რამოდენიმე მოსწავლეს ვუწერ განმსაზღვრელ მიმდინარე ქულას.
შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8
9-10 ქულა
საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობა
მოსწავლე არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლე მხოლოდ მასწავლებლის მითითებით ერთვება საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლე  არცისე ხშირად ერთვება გაკვეთილში
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
კითხვებზე  სწორი და ადეკვატური პასუხების გაცემა;
მოსწავლის პასუხი  არაადეკვატურია
მოსწავლის პასუხების უმრავლესობა არასწორია
მოსწავლის რამოდენიმე პასუხი სწორია
მოსწავლის პასუხების უმრავლესობა სწორია და ადეკვატური
დროის ლიმიტის დაცვა
არ იცავს დროის ლიმიტს
მოსწავლე  უჭირს  დროის ლიმიტის დაცვა
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს
საკუთარი ნააზრევის დასაბუთება (პრეზენტაცია)
-ვერ  ასაბუ თებს საკუთარ მოსაზრებას-ვერ ფლობს მსჯელობისათვის საჭი რო ტერმინ ოლოგიას;
მოსწავლე ვერ ასაბუთებს  სწორ პასუხს - არ არის არგუმენტირებული;
მოსწავლის პა სუხები ნაკ ლებად არგუ მენტირებულია სათანადოდ ვერ ფლობს მსჯელობისათვის საჭირო ტე რმინოლოგიას;
მოსწავლე ნათლად და არგუმენტირებ ლი მსჯელობით ასაბუთებს საკუთ არ მოსაზრებას;-ფლობს ხელოვნ ების ნიმუშზე მსჯელობისათვის საჭირო ტერმინოლოგიას;
თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან
არ  თანამშრ ომლობს ჯგუფის წევრებთან
თანამშრომლოს სხვათა მითით ების შემდეგ
უჭირს სხვებ თან თა ნამშრომლობა
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველ წევრთან

                                                                                                                                                 


კლასი: VIII                                  
გაკვეთილის თმა:   სამი  გოთური კათედრალი                                                                                                              თარიღი: 27.04.2015
 მოსწავლის თვითშეფასების სქემა                                                                   მოსწავლის ურთიერთშეფასების სქემა
  გვარი და სახელ ი:                                                                                                ჯგუფის წევრის ან მეწყვილის
                                                                                                                                 გვარი და სახელი:
კრიტერიუმები

დიახ
ნაწილობრივ
არა
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვმონაწილეობ
დიახ
ნაწილობრივ
არა
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად მონაწილეობს
დიახ
ნაწილობრივ
არა
კითხვაზე სწორ და ადეკვატურ პასუხს ვცემ
დიახ
ნაწილობრივ
არა
კითხვაზე სწორ და ადეკვატურ პასუხს სცემს
დიახ
ნაწილობრივ
არა
დროის ლიმიტს ვიცავ
დიახ
ნაწილობრივ
არა
დროის ლიმიტს იცავს
დიახ
ნაწილობრივ
არა
პრეზენტაციისას საკუთარ ნააზრევს ნათლად  და არგუმენტირებულად ვასაბუთებ
დიახ
ნაწილობრივ
არა
პრეზენტაციისას საკუთარ ნააზრევს ნათლად  და არგუმენტირებულად ასაბუთებს
დიახ
ნაწილობრივ
არა
ვთანამშრომლობ ჯგუფის წევრებთან
დიახ
ნაწილობრივ
არა
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
დიახ
ნაწილობრივ
არა

 საშინაო დავალება:

დახატეთ თქვენი ხელები ერთ ხელში ჩაწერეთ თქვენი თვითშეფასება, მეორეში მეწყვილის ან ჯგუფის წევრის

მოსწავლის თვითშეფასების სქემა
1)რა გააკეთე კარგად რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
2)რა ვერ გააკეთე კარგად რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
3) რა გინდა შემდგომში უკეთ გააკეთო?
4) იცავდი თუ არა დროის ლიმიტს?
5) რა იყო შენთვის ამ გაკვეთილზე ყველაზე საინტერესო?
  ურთიერთშეფასების სქემა
1) ვისთან ერთად იმუშავე?
2)რა გააკეთა კარგად , შენი აზრით,რა იყო მისი წარმატების მიზეზი?
3)რა ვერ გააკეთა კარგად , შენი აზრით, რა იყო მისი წარუმატებლობის მიზეზი?
4) რა ისწავლე ჯგუფის წევრისგან?
5) რას ურჩევდი რა გააკეთოს შემდგომში უფრო კარგად?

საშინაო დავალება:

მოიძიეთ ინფორმაცია რომელიმე გოთური ტაძრის შესახებ. წერილობით წარმოადგინეთ ეს ინფორმაცია, დაურთეთ ილუსტრაციები. თქვენ ნამუშევარს წარადგენთ კლასის წინაშე. ( დავალების შესასრულებლად გამოიყენეთ ინტერნეტი)

No comments:

Post a Comment